უფასო მიწოდება
Georgian Fine Wines, საფერავი რეზერვი, წითელი მშრალი, 2007.
ყურძნის ჯიში: საფერავი.
ტექნოლოგია: კლასიკური/მუხის კასრი.
ალკოჰოლის შემცველობა: 13.5%.
ქვეყანა: საქართველო.
რეგიონი: კახეთი.
არომატი: ტკბილი სანელებლები.
გემო: დაბალანსებული მჟავიანობა, ტანინიანი, ხანგრძლივი დაბოლოება.
ბოთლის ტიპი: შუშა.
ფერი: ბროწეულისფერი.
წელი: 2007.
მოცულობა: 750 მლ.
ღვინო დამზადებულია კახეთის ორ გამორჩეულ ტერუარში (ახოებსა და მუკუზანში) მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ახასიათებს მუქი ალუბლისფერი შეფერილობა ძოწისფერი რკალით. დომინირებს კასრში დავარგებისა და ბოთლში დაძველებისთვის დამახასიათებელი არომატები: კვამლი, ვანილი, ქოქოსი, მსუბუქი ტყავი, მწიფე შავი ქლიავი, სანელებლები, თამბაქო. აქვს სრული სხეული, ხავერდოვანი ტანინები და ხანგრძლივი დაბოლოება. პალეტზე ქლიავის ჩირის ტონები იგრძნობა. კომპლექსური, ხასიათიანი და ამავდროულად ელეგანტური ღვინოა, კარგად იხდენს ასაკს და კიდევ აქვს ბოთლში დაძველების პოტენციალი. იდეალურია მათთვის ვისაც აინტერესებს საფერავის დაძველების პოტენციალი და უყვარს კასრში დავარგებული სხეულიანი ღვინოები. ღვინო გაუფილტრავია. საჭიროებს დეკანტირებას მინიმუმ ერთი საათით. იდეალურად შეეხამება დაბალ ტემპერატურაზე დიდი ხნის განმავლობაში მომზადებულ წითელ ხორცს მობრაწული ბოსტნეულის გარნირით. ასევე პაშტეტსა და სოკოს კერძებს.
კომპანია დაარსდა 2012 წელს. ჩვენი ვენახები გაშენებულია კახეთის გამორჩეულ მიკროზონებში რაც უნიკალური შესაძლებლობაა პრემიუმ ხარისხის ღვინოების საწარმოებლად, მაღალხარისხიანი ყურძენი მოვიყვანოთ. ქიმერიონი ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის ქარხანას გურჯაანში. კომპანია ასევე აწარმოებს მაღალ ალკოჰოლურ სასმელებს – ბრენდის და ორი სახეობის ჭაჭას. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ჩამოსასხმელი დანადგარებით. წარმოების პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და კონტროლით.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.