თბილისში მიწოდება 3 საათში
Gelius GP-TWS010 Pro Reddots უსადენო ყურსასმენები არის კომფორტული, ელეგანტური და კომპაქტური. აქვს ხმაურის აქტიური ჩახშობის ფუნქცია და სენსორული კონტროლი. აქტიური ხმაურის ჩახშობის ტექნოლოგია (ANC) ბლოკავს გარე ხმაურს, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ სრულად კონცენტრირდეთ ზარებზე ან უსმინოთ საყვარელ მუსიკას.
Gelius Pro Reddots ყურსასმენი დამზადებულია მუსიკის მოყვარულთა საჭიროებების გათვალისწინებით. ყურსასმენის სწორი ტექსტურის წყალობით, რამდენიმე საათიანი მუსიკის მოსმენის შემდეგ, დისკომფორტს არ იგრძნობთ, რადგან ყურსასმენები მორგებულია ყურის ფორმაზე.
ყურსასმენებს აქვს Bluetooth 5.0 ვერსია, ამიტომ მოწყობილობა უპრობლემოდ უკავშირდება სმარტოფნებს, პლანშეტებს, ლეპტოპებსა და ყველა Bluetooth მოწყობილობას მხოლოდ 1 დაწკაპუნებით.
Gelius 2018 წელს დაარსებული უკრაინული ბრენდია, რომელიც აქტიურად ვითარდება სმარტ გაჯეტებისა და მობილურის აქსესუარების მიმართულებით. ბრენდი გამოირჩევა ინოვაციებითა და პრაქტიკულობით და აერთიანებს ექსპრესიულ დიზაინს, ახალ ტექნოლოგიებსა და საიმედოობას თავის პროდუქციაში. ბრენდის მიზანია, ავთენტურობის დაცვით უზრუნველყოს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ხელმისაწვდომ ფასად, რათა უფრო მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება მოუსმინოს მუსიკას და ისარგებლოს თანამედროვე გაჯეტებით.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.