ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
FILA, კრივის ხელთათმანები
შესანიშნავია კრივის, კიკბოქსინგისა და მსგავსი დატვირთვის სპორტის სახეობებში სავარჯიშოდ.
მოცემული აქსესუარები დამზადებულია მკვრივი ქაფის მასალისაგან, რაც ხელს უწყობს ვარჯიშისას მის ხანგრძლივად გამოყენებას. ხელთათმანები უზრუნველყოფს შოკის აბსორბციას, რათა დაცული იყოთ, როგორც თქვენ, ისე თქვენი პარტნიორი.
ბრენდი GAIAM, როგორც ცნობილია აერთიანებს განსხვავებული ორიენტაციის სპორტის სხვადსხვა მიმართულებას. კერძოდ, GAIAM, რომელიც ორიენტირებულია იოგაზე, Gaiam Restore, რომელიც ველნესზეა ორიენტირებული და SPRI, რომელიც ფიტნესის მიმართულებას მოიცავს. თითოეული მათგანი საკუთარი პროდუქციის სრუყოფისა და მრავალფეროვნების მიზნით კოლაბრაციაში შედის წამყვან ბრენდებთან, რომელთა შორისაცაა FILA.
აღნიშნული ბრენდი ერთ-ერთი ლიდერია სპორტული ტანისამოსისა და აქსესუარების წარმოებაში. FILA-მ თავდაპირველი ყურადღება მიიპყრო ჩოგბურთისათვის განკუთვნილი სპორტული ტანისამოსით 1970-იან წლებში, მას შემდეგ კი გააფართოვა სპორტული დიზაინის დიაპაზონი და მოიცვა სპორტისა და ფიტნესის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის იოგაც. ერთობლივი მუშაობით GAIAM-მა და FILA-მ შექმნეს დახვეწილი და კომფორტული პროდუქცია ფიტნესისა და იოგას მიმართულებით. მოცემული კოლაბორაციული კოლექციის შეძენას კი ჩვენთან შეძლებთ.