კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Freeza თერაპიული ლედ ნიღაბიFreeza თერაპიული ლედ ნიღაბი
Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი

უფასო მიწოდება

759.00
Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 1 Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 1
Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 2 Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 2
Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 3 Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 3
Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 4 Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 4
Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 5 Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 5
Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 6 Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 6
Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 7 Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 7
Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 8 Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 8
Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 9 Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 9
Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 10 Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი  freeza terapiuli led nighabi - ვარიაცია 10

Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი

ID: 5008418291031

Freeza

 

Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი

 

ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას, აფერხებს კანის დაბერების პროცესს

 

ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს & ანთებით პროცესებს

 

ასტიმულირებს კოლაგენის & ელასტინის გამომუშავებას

 

ამცირებს სიწითლეს & შეშუპებას

 

აღჭურვილია 128 მაღალი ხარისხის ლედ ნათურით

 

სერტიფიცირებულია & შეესაბამება ჯანმრთელობის დაცვის & უსაფრთხოების სფეროში განსაზღვრულ სტანდარტებს: ISO 13485, CE, FCC, RoHs

 

759.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

მასაჟორი SKG T1-2 Pro Shiatsu Back Massager Gray-40%
173.40289.00
მასაჟორი SKG T1-2 Pro Shiatsu Back Massager Gray
კისრის მასაჟორი SKG G7 Pro-Max Neck Massager Gray-40%
251.40419.00
კისრის მასაჟორი SKG G7 Pro-Max Neck Massager Gray
თვალის მასაჟორი SKG E3 Eye Massager Gray-40%
131.40219.00
თვალის მასაჟორი SKG E3 Eye Massager Gray

Freeza თერაპიული ლედ ნიღაბი

● ლედ ნიღაბი კოსმეტოლოგიაში თანამედროვე მიდგომას წარმოადგენს.

● ლედ ფოტოთერაპია ფოტონების ანუ სინათლის სხივის ნაწილაკების უჯრედებსა და ქსოვილებში ღრმად შეღწევას გულისხმობს. სხვადასხვა სიგრძისა და ფერის სხივების ზემოქმედება აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და ამცირებს არსებულს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. გამოიყენება ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა: აკნე, ანთებითი პროცესი, პიგმენტაცია და  როზაცეა. ხელს უწყობს ფორების შემცირებას. კანი ხდება უფრო გლუვი, ახალგაზრდა და ჯანსაღი.

● Freeza ლედ ნიღაბი სახლის პირობებში გამოსაყენებელი, პორტატული მოწყობილობაა.

● ნიღბის ზედაპირი სამედიცინო, დრეკადი სილიკონისგანაა დამზადებული, რომელიც კომფორტულად ერგება სახის ნებისმიერ მოყვანილობას.

რა დანიშნულება აქვს თითოეულ განათებას?

● Freeza ლედ ნიღაბს 128 მაღალი ხარისხის ლედ ნათურა აქვს, რომელიც 64 ჯგუფად არის დაყოფილი, ხოლო თითოეული ჯგუფი ოთხი ჩიპითაა აღჭურვილი.

● Ნიღაბზე შესაძლებელია 4 ერთმანეთისგან განსხვავებული ფერის, ანუ სინათლის ტალღების წარმოქმნა:

 

ნარინჯისფერი განათება (590 ნანომეტრი)

ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას,ახალი უჯრედების გამომუშავებას, ამცირებს სიწითლეს და შეშუპებას;

წითელი განათება (630 ნანომეტრი)

აფერხებს კანის დაბერების პროცესს. ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, დაზიანებული კანის რეგენერაციას. ამცირებს წვრილი ნაოჭების წარმოქმნას. ანიჭებს კანს ახალგაზრდულ იერსა და ბზინვარებას;

ინფრაწითელი განათება (850 ნანომეტრი)

სინათლის ტალღები ღრმად აღწევს კანის უჯრედებში, მატებს სახის კანს ტონუსსა და ელასტიურობას.

ლურჯი ნათება (415 ნანომეტრი)

გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით. ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებსა და ანთებით პროცესებს.

შეარჩიეთ რეჟიმი მარტივად

M1: წითელი ნათება - 630 ნმ.

M2: ნარინჯისფერი ნათება - 590 ნმ.

M3: ლურჯი ნათება - 415 ნმ.

M4: წითელი 630 ნმ. + ინფრაწითელი ნათება 650 ნმ.

M5: ლურჯი ნათება 415 ნმ. + ინფრაწითელი ნათება 850 ნმ.

M6: წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ინფრაწითელი 630 ნმ. + 590 ნმ. + 415 ნმ. + 850 ნმ.

რჩევები ბრენდისგან

გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ნიღბის ელემენტი ბოლომდეა დამუხტული. სრულ დატენვას დაახლოებით 3 საათი სჭირდება. ნიღბის კომფორტულად მოსარგებად დამჭერები ნიღბის ორივე მხარეს არსებულ ნახვრეტებში მოათავსეთ, კარგად მოირგეთ და მჭიდროდ დაიმაგრეთ.

როგორ გამოვიყენოთ ნიღაბი?

● ჩასართავად დააჭირეთ ჩართვის ღილაკს და დაელოდეთ, დაახლოებით სამი წამის შემდეგ განათება ჩაირთვება.

● E ღილაკით ენერგიის რეგულირება შეგიძლიათ. ნათების ენერგიის მოსამატებლად დააჭირეთ ღილაკს და გეჭიროთ რამდენიმე წამი.

● პროცედურის ხანგრძლივობის გასაზრდელად ან შესამცირებლად დააჭირეთ T ღილაკს.  მოცემულია დროის ხუთ წუთიანი ინტერვალები (10, 15, 20, 25, 30 წუთი)  თითო  პროცედურაზე ნიღბის გამოყენება 15-25 წუთის განმავლობაშია რეკომენდებული.

● ნათების  რეჟიმის შესაცვლელად რამდენიმე წამით დააჭირეთ M ღილაკს და აირჩიეთ სასურველი რეჟიმი.

● მარცხენა ღილაკი პულსაციის რეჟიმისთვისაა განკუთვნილი და მისი გამოყენება სხვა რეჟიმებთან ერთად შეგიძლიათ.

გაფრთხილება

● გთხოვთ, მკაცრად დაიცვათ ნიღბის სწორად გამოყენების წესები და არ გამოიყენოთ ინსტრუქციის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა დაირღვეს მისი ფუნქციონირება ან გამოიწვიოთ მოულოდნელი გართულება.

● არ გამოიყენოთ ნიღაბი არადანიშნულებისამებრ - მაგალითად, სხვა ტიპის პროცედურისთვის.

● ნიღბის გამოყენება არ შეიძლება ორსული, მეძუძური ქალებისა და ბავშვებისთვის.

● თუ მკურნალობთ დერმატოლოგიურ დაავადებებს, მათ შორის საწყის ეტაპზეც (მაგალითად წითელი მგლურა, ფოტომგრძნობიარე ეგზემა ან ალბინიზმი), ნიღბის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ან  გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალისტის ზედამხედველობით (მაგალითად, დერმატოლოგის).

● არ გამოიყენოთ ნიღაბი, თუ გაწუხებთ ფოტომგრძნობელობის რაიმე სახით დარღვევა (ფოტომგრძნობელობა). ასეთ დროს პროცედურამ შეიძლება კანზე სერიოზული რეაქცია გამოიწვიოს.

● თუ სახის კანზე ფოტომგრძნობიარე ინგრედიენტების შემცვლეელი პროდუქტები გისვიათ, არ გამოიყენოთ ნიღაბი იმავე დღეს.

● ნიღბის გამოყენებისას ყურადღება მიაქციეთ თვალების დაცვას. სათვალე გაიკეთეთ ინსტრუქციის თანახმად. ასევე, რეკომენდებულია პროცედურისას თვალების დახუჭვა. არ გამოიყენოთ ნიღაბი, თუ გაწუხებთ თვალების გენეტიკური დაავადება.

● თუ ნიღბის მოხმარებისას რაიმე სახის დისკომფორტს იგრძნობთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

● ნიღაბი არ არის წყალგაუმტარი. არ ჩადოთ წყალში და არ გარეცხოთ წყლით. თუ ფიქრობთ, რომ ნიღაბი სველია, არ გამოიყენოთ.

● მოწყობილობა გაწმინდეთ წყალზე დაფუძნებული ნაერთით გაჯერებული სველი ხელსახოცით ან ნოტიო სუფთა ქსოვილით. დარწმუნდით, რომ წმენდისას მოწყობილობა გამორთულ მდგომარეობაშია.

● შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

● არ გამოიყენოთ ნიღაბი, თუ მისი რომელიმე ნაწილი დაზიანებულია.

● არ დაშალოთ, ან შეუცვალოთ რაიმე დეტალი დამოუკიდებლად.

● ნიღბის გამოყენება რეკომენდებულია კვირაში 3-4-ჯერ, ერთჯერადი გამოყენების ხანგრძლივობა - 15-25 წუთი.

კომპლექტაცია

● კონტროლერი

● სილიკონის სათვალე

● ჩანთა

● Type-C კაბელი

● ნეილონის რეგულირებადი დამჭერები

 

კონტროლერი

● დამტენი პორტი (გამომავალი/შემავალი)

● სმარტ ეკრანი

● რეჟიმის შერჩევის ღილაკი

● პულსაციის რეჟიმი

● დროის კონტროლის ღილაკი

● გამორთვა

● ენერგია

● (განათების სიმძლავრის არჩევა)

ტექნიკური მახასიათებლები

● დატენვის ვოლტაჟი SV2A

● სამუშაო ძაბვა < 3.SA

● პროდუქტის ზომა 310x207x5 მმ

● ბატარეის სიმძლავრე 3000mA

● ჩანთის ზომა 323x220x59მმ

დამატებითი მახასიათებლები

დატენიანება

  • ბრენდიFreeza
  • ბენეფიტებივეგანური
  • სქესიუნისექსი
  • პროდუქტის ტიპინიღაბი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.