უფასო მიწოდება
Fontignac, სპაგეტის ნაკრები
მასალა: უჟანგავი ფოლადი
შეფუთვის ზომა: 27 x 28 x 3 სმ
რეკომენდებულია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა
Fontignac-ის სპაგეტის ნაკრები დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც მდგრადია კოროზიის მიმართ და გამოიყენება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. აქვს პრიალა ზედაპირი და სპეციალურად შემუშავებული ფორმა, რათა მარტივად და გემრიელად მიირთვათ საყვარელი კერძი.ნაკრები შედგება 7 ერთეულისგან – 3 კოვზი, 3 ჩანგალი და 1 სამზარეულოს მაშები.
Fontignac-ი არის ფრანგული Staub Group-ის წევრი ბრენდი, რომელიც აწარმოებს უმაღლესი პროფესიული ხარისხის სამზარეულოს ჭურჭელს, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღი კერძების მომზადებას. ბრენდის ასორტიმენტი ოთხ ძირითად მიმართულებად იყოფა: მომინანქრებული თუჯი, ალუმინი, უჟანგავი ფოლადი და სამზარეულოს დამხმარე აქსესუარები. ბრენდის თითოეული პროდუქტი უნიკალურია თავისი დეტალებით და ვიზუალით. ხასიათდება ოპტიმალური ფუნქციონირებითა და კერძის მზადებისას ინგრედიენტების გემოვნური თვისებების მაქსიმალური გამოვლინებით.