უფასო მიწოდება
Farmstay Retinol Revive სახის მოვლის ნაკრები
რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისთვის
შექმნილია კანის მოვლის სრული რუტინისთვის. ნაკრები მოიცავს რეტინოლზე დაფუძნებული კოსმეტიკური ხაზის პროდუქტებს, რომლებიც ამცირებს ნაოჭებს და ანიჭებს კანს ელასტიურობას. შეიცავს ბუნებრივ მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც ატენიანებს და კვებავს ეპიდერმისს, ხდის მას უფრო მკვრივსა და ჯანსაღს.
სახის ტონერი- ძლიერი დაბერების საწინააღმდეგო ტონერი ყოველდღიური გამოყენებისთვის. ხელს უშლის კანის ტენიანობის დაკარგვას, ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. ფორმულაში შემავალი პანთენოლი და ციკას ექსტრაქტები, ნაზად ატენიანებს, ამშვიდებს და აუმჯობესებს სახის ფერს. ანიჭებს ეპიდერმის ერთგვაროვან, ჯანასაღ იერს.
შრატი- გამდიდრებულია ტოკოფეროლებით, რომელიც ღრმად კვებავს კანს და ეხმარება ტენიანობის შენარჩუნებაში. ფორმულაში შემავალი მცენარეული ექსტრაქტები და ჰიალურონის მჟავა ამშვიდენს და აუმჯობესებს ეპიდერმისის ელასტიურობას. რეტინოლისა და პანთენოლის კომბინაცია ეფექტურად ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. უზრუნველყოფს კანის ჯანსაღ იერს.
ემულსია- ფორმულაში შემავალი რეტინოლი და ვიტამინები, კვებავს და იცავს კანს გაღიზიანებისგან. ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. ღრმად ატენიანებს ეპიდერმისს, არბილებს და აუმჯობესებს კანის ტექსტურას. არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას.
სახის კრემი - რეტინოლისა და 10 ვიტამინის ძლიერი კომბინაცია ღრმად ატენიანებს კანს და ებრძვის დაბერების ნიშნებს. ათანაბრებს სახის ფერს, არბილებს და ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. ამშვიდებს გაღიზიანებულ ეპიდერმისს და ანიჭებს მას ერთგვაროვან იერს.
აღმდგენი ნიღაბი- შეიცავს რეტინოლს, ალანტოინს და პანთენოლს, რომლებიც აღადგენს ტენიანობას და ამშვიდებს მშრალ კანს. რბილი ბამბის ნიღაბი მჭიდროდ ეკვრის კანს, აჯერებს მას ნუტრიენტებით და ხდის ეპიდერმისს რბილსა და ელასტიურს.
ტონერი - დაიტანეთ ბამბის დისკზე და ნაზად გადაინაწილეთ სახის კანზე.
შრატი- დაიტანეთ კანის გაწმენდის შემდეგ მთელ სახეზე.
ემულსია- გამოიყენეთ შრატის ან ესენციის გამოყენების შემდეგ. დაიტანეთ სახის კანზე და ნაზად გადაინაწილეთ.
სახის კრემი- გამოიყენეთ კანის მოვლის ბოლო ეტაპზე.
ნიღაბი- დაიტანეთ სუფთა სახის კაზნე. დაიტოვეთ 15-20 წუთის განმავლობაში და დარჩენილი ესენცია გადაინაწილეთ ეპიდერმისზე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.