კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Farmina Vet Life, ძაღლის სველი საკვები, აღდგენა, ქათმის ხორცი, 0.3 კგFarmina Vet Life, ძაღლის სველი საკვები, აღდგენა, ქათმის ხორცი, 0.3 კგ
Farmina Vet Life, ძაღლის სველი საკვები, აღდგენა, ქათმის ხორცი, 0.3 კგ

უფასო მიწოდება

11.9014.00-15%
Farmina Vet Life, ძაღლის სველი საკვები, აღდგენა, ქათმის ხორცი, 0.3 კგ  farmina vet life, dzaghlis sveli sakvebi, aghdgena, qatmis khorci, 0.3 kg - ვარიაცია 1 Farmina Vet Life, ძაღლის სველი საკვები, აღდგენა, ქათმის ხორცი, 0.3 კგ  farmina vet life, dzaghlis sveli sakvebi, aghdgena, qatmis khorci, 0.3 kg - ვარიაცია 1

Farmina Vet Life, ძაღლის სველი საკვები, აღდგენა, ქათმის ხორცი, 0.3 კგ

ID: 8606014102789

Farmina Vet Life

 

ჰიპერპრემიუმ კლასის სრულფასოვანი ვეტერინარული საკვები ძაღლებისთვის, ნუტრიციული აღდგენისა და გამოჯანმრთელებისთვის.

 

არომატი: ქათამი

 

წონა: 0.3 კგ

11.9014.00-15%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Farmina Vet Life, ძაღლის სველი საკვები, აღდგენა, ქათმის ხორცი, 0.3 კგ

გამოყენებამდე რეკომენდებულია ვეტერინართან კონსულტაცია. ინტუბაციურად მიღების შემთხვევაში ინიშნება ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ. საკვების ინტუბაციით შეყვანას შეიძლება დასჭირდეს საკვების განზავება. გამოყენების რეკომენდებული პერიოდი: სრულ გამოჯანმრთელებამდე. მიართვით საკვები არსებულ ფორმაში და გაითვალისწინეთ ცხრილში მოცემული დოზები. შეფუთვაზე თანდართულ განრიგში მოცემული დღიური რაოდენობა მხოლოდ საორიენტაციოა და შესაძლებელია მისი ცვლილება ჯიშის, გარემოს, ფიზიკური დატვირთვის, ტემპერამენტის და სხეულის მდგომარეობის მიხედვით. რაციონი დღის განმავლობაში შესაძლოა დაიყოს ორ ან მეტ ნაწილად. რეკომენდებულია, თავდაპირველად, ახალი საკვების შერევა მანამდე გამოყენებულ კვებასთან. ქილის გახსნის შემდეგ, შეინახეთ ის მაცივარში და გამოიყენეთ 48 საათის განმავლობაში. სუფთა წყალი ცხოველისთვის მუდამ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

შემადგენლობა

ქათმის ფილე, ტკბილი კარტოფილი, თევზის ჰიდროლიზებული ცილა, ქათმის ღვიძლი, თევზი (სარდინი, ტუნა), მოხარშული ქათმის კვერცხი, ქინოას თესლის ექსტრაქტი, თევზის ცხიმი, ცხოველური ცხიმი (ქათამი), სელის თესლი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, კალციუმის კარბონატი, კალიუმის ქლორიდი, ინულინი (0.15%), საფუარის ექსტრაქტი (მანო-ოლიგოსაქარიდების წყარო), ბარდის ბოჭკო, ნატრიუმის ქლორიდი, ლუდის გამომშრალი საფუარი., გლუკოზამინი, ქონდროიტინის სულფატი.

 

დანამატები თითო კილოგრამზე: - საკვები დანამატები: ვიტამინი A 5140IU; ვიტამინი D3 310IU; ვიტამინი E 200mg; თუთია (მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგის თუთიის ქელატი): 50.4mg; მანგანუმი (მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგის მანგანუმის ქელატი): 19.4mg; რკინა [გლიცინის ჰიდრატის რკინის (II) ქელატი]: 12.3mg; სპილენძი (მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგის სპილენძის ქელატი): 3.4mg; სელინიუმი (ინაქტივირებული სელენიზირებული საფუარი): 0.0418mg; იოდი (კალციუმის იოდატის ანჰიდრატი): 0.46mg; ტაურინი 1000mg. ორგანოლეპტიკური დანამატები: მწვანე ჩაის ექსტრაქტი 30mg. ანალიტიკური კომპონენტები: ნედლი ცილა 11.60%; ნედლი ცხიმი 5.70%; ნედლი ბოჭკო 0.24%; ნედლი მინერალები 3.40%; ტენიანობა 73.00%; კალციუმი 0.40%; ფოსფორი 0.25%; ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები 0.10%; ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები 0.70%; EPA 0.03%; DHA 0.04%. კალორიული შემადგენლობა ME (CEN) 1188 კკალ / კგ - 4.97მჯ / კგ

Farmina

Farmina იტალიური, ნუტრიციული კომპანიაა, ცხოველის საკვების წარმოების 50 წლიანი გამოცდილებითა და 60-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტით. Farmina-ს ყველა ჰიპერპრემიუმ კლასის პროდუქტი 100%-ით ნატურალური და არაგენმოდიფიცირებულია.

 

Farmina-ს არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ კონსერვანტებს. თითოეული გამოყენებული ნედლეული მოპოვებულია ფრთხილად შერჩეული და სერთიფიცირებული, საუკეთესო ხარისხის მეურნეობებიდან. Farmina გამორჩეულია როგორც წარმოების უნიკალური ტექნოლოგიით (ორხრახნიანი ექსტრუდერი, წივი დაწნეხვის ტექნოლოგია, შეფუთვა დაცულ ატმოსფეროში და ზუსტად დროული მიწოდება), ასევე საკუთარი პასუხისმგებლობით გარემოს მიმართ (Farmina არ იყენებს BPA-ს (სამრეწველო ქიმიკატებს), მოიხმარს მხოლოდ გადამუშავებულ ქილებს (სველ კვებაში) და სატყეო რესურსის მდგრადი მართვით წარმოებულ ქაღალდს).

 

Farmina-ს საკვები ფორმულების შექმნაზე მუშაობს Farmina Vet Research: პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც აქვთ უმაღლესი დონის ექსპერტთა კვალიფიკაცია ნუტრიციოლოგიის, ვეტერინარიისა და საკვების ფორმულების შემუშავების დარგში. აღნიშნული გუნდი მუდმივად მუშაობს კვლევებზე, ფედერიკო II-ის სახელობის, ნეაპოლის უნივერსტეტის, ცხოველთა ნუტრიციულ კათედრასთან ერთად.

 

Farmina-ს კომპანიონ ცხოველებზე განხორციელებული ყველა კვლევა ტარდება Cruelty free მიდგომით.

 

Farmina არის პირველი, რევოლუციური კომპანია, რომელმაც შექმნა და დანერგა კომპანიონი ცხოველების ნუტრიციული კონსულტაცია და რომელიც არის სრულიად უფასო Farmina-ს ყველა მომხმარებლისთვის. Farmina Academy-ს მიერ სერთიფიცირებული ნუტრიციოლოგ-კონსულტანტის მუდმივი მხარდაჭერა შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოშიც.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • საკვების წონა0.3 კგ
  • შემადგენლობა,არომატიქათმის ხორცი, თევზის ცხიმი
  • ცხოველების ზომაუნივერსალური
  • ცხოველის ასაკიზრდასრული
  • ბრენდიFarmina
  • ბრენდის წარმომავლობაიტალია


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.