უფასო მიწოდება
ჰიპერპრემიუმ კლასის სრულფასოვანი საკვები ზრდასრული, სტერილიზებული & კასტრირებული მინი ჯიშის ძაღლებისთვის.
არომატი: იხვი
წონა: 2.5 კგ
მიართვით საკვები არსებულ ფორმაში და გაითვალისწინეთ ცხრილში მოცემული დოზები. შეფუთვაზე თანდართულ განრიგში მოცემული დღიური რაოდენობა მხოლოდ საორიენტაციოა და შესაძლებელია მისი ცვლილება ჯიშის, გარემოს, ფიზიკური დატვირთვის, ტემპერამენტის და სხეულის მდგომარეობის მიხედვით. რაციონი დღის განმავლობაში შესაძლოა დაიყოს ორ ან მეტ ნაწილად. რეკომენდებულია, თავდაპირველად, N&D-ის შერევა მანამდე გამოყენებულ კვებასთან. სუფთა წყალი ცხოველისთვის მუდამ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, დახურულ შეფუთვაში. წონა ნეტო, ვარგისიანობის ვადა, წარმოებული პარტიის კოდი, საწარმოს რეგისტრაციის ნომერი: იხილეთ შეფუთვის უკანა მხარეს.
უძვლო იხვი (20%), დეჰიდრირებული იხვის ცილა (20%), ტკბილი კარტოფილი, გამომშრალი ჭარხლის რბილობი, გამომშრალი კვერცხი, ქინოას გასუფთავებული მარცვალი (8%), ქათმის ცხიმი, დეჰიდრირებული ქაშაყის ცილა, ბარდის ბოჭკო, სელის თესლი, თევზის ცხიმი (ქაშაყისგან), გამომშრალი ბროკოლი (2.5%), გამომშრალი სატაცური (2.5%), ფრუქტოოლიგოსაქარიდები, საფუარის ექსტრაქტი (მანოოლიგოსაქარიდების წყარო), ცელულოზას ფხვნილი, ლუდის გამომშრალი საფუარი, მრავალძარღვას ჩენჩო და თესლი, კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, კალიუმის ქლორიდი , ნატრიუმის ქლორიდი, გლუკოზამინი, ქონდროიტინის სულფატი.
საკვები დანამატები: ვიტამინი A 18000UI; ვიტამინი D3 1200UI; ვიტამინი E 600 მგ; ვიტამინი C 300 მგ; ნიაცინი 150 მგ; კალციუმი D-პანტოთენატი 50 მგ; ვიტამინი B2 20 მგ; ვიტამინი B6 8.1 მგ; ვიტამინი B1 10 მგ; ბიოტინი 1.5 მგ; ფოლიუმის მჟავა 1.5 მგ; ვიტამინი B12 0.1 მგ; ქოლინის ქლორიდი 3000 მგ; ბეტა-კაროტინი 5 მგ; თუთია (თუთიის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი) 174.6 მგ; მანგანუმი (მანგანუმის ქელატი,მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი) 68 მგ; რკინა, (რკინა (II)-ის გლიცინის ჰიდრატის ქელატი) 43.1 მგ; სპილენძი (სპილენძის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი) 12.2 მგ; სელენი (სელენიზირებული ინაქტივირებული საფუარი): 0.14960 მგ; L-ლიზინის მონოქლორიდი, ტექნიკურად სუფთა 1500მგ; DL-მეთიონინი, ტექნიკურად სუფთა 3500 მგ; ტაურინი 2000 მგ; L-კარნიტინი 350 მგ.
ორგანოლეპტიკური დანამატები: მწვანე ჩაის ექსტრაქტი 100 მგ. ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლის ექსტრაქტები მცენარეული ზეთიდან 10 მგ.
ანალიტიკური კომპონენტები: ნედლი ცილა 30,00%; ნედლი ცხიმი 11.00%; ნედლი ბოჭკო 5.70%; ტენიანობა 9.00%; ნედლი მინერალები 7.80%; კალციუმი 1.20%; ფოსფორი 0.90%; კალიუმი 0.60%; ნატრიუმი 0.35%; მაგნეზიუმი 0.10%; ომეგა-6 2.00%; ომეგა-3 0.30%; DHA 0.10%; EPA 0.05%; გლუკოზამინი 1200 მგ/კგ; ქონდროიტინის სულფატი 900 მგ/კგ.
კალორიული შემადგენლობა (დათვლილი) 7% ტენიანობის შემცველობაზე: M.E. (CEN) 3444 კკალ/კგ - 14.41 მჯ/კგ
Farmina იტალიური, ნუტრიციული კომპანიაა, ცხოველის საკვების წარმოების 50 წლიანი გამოცდილებითა და 60-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტით. Farmina-ს ყველა ჰიპერპრემიუმ კლასის პროდუქტი 100%-ით ნატურალური და არაგენმოდიფიცირებულია.
Farmina-ს არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ კონსერვანტებს. თითოეული გამოყენებული ნედლეული მოპოვებულია ფრთხილად შერჩეული და სერთიფიცირებული, საუკეთესო ხარისხის მეურნეობებიდან. Farmina გამორჩეულია როგორც წარმოების უნიკალური ტექნოლოგიით (ორხრახნიანი ექსტრუდერი, წივი დაწნეხვის ტექნოლოგია, შეფუთვა დაცულ ატმოსფეროში და ზუსტად დროული მიწოდება), ასევე საკუთარი პასუხისმგებლობით გარემოს მიმართ (Farmina არ იყენებს BPA-ს (სამრეწველო ქიმიკატებს), მოიხმარს მხოლოდ გადამუშავებულ ქილებს (სველ კვებაში) და სატყეო რესურსის მდგრადი მართვით წარმოებულ ქაღალდს).
Farmina-ს საკვები ფორმულების შექმნაზე მუშაობს Farmina Vet Research: პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც აქვთ უმაღლესი დონის ექსპერტთა კვალიფიკაცია ნუტრიციოლოგიის, ვეტერინარიისა და საკვების ფორმულების შემუშავების დარგში. აღნიშნული გუნდი მუდმივად მუშაობს კვლევებზე, ფედერიკო II-ის სახელობის, ნეაპოლის უნივერსტეტის, ცხოველთა ნუტრიციულ კათედრასთან ერთად.
Farmina-ს კომპანიონ ცხოველებზე განხორციელებული ყველა კვლევა ტარდება Cruelty free მიდგომით.
Farmina არის პირველი, რევოლუციური კომპანია, რომელმაც შექმნა და დანერგა კომპანიონი ცხოველების ნუტრიციული კონსულტაცია და რომელიც არის სრულიად უფასო Farmina-ს ყველა მომხმარებლისთვის. Farmina Academy-ს მიერ სერთიფიცირებული ნუტრიციოლოგ-კონსულტანტის მუდმივი მხარდაჭერა შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოშიც.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.