უფასო მიწოდება
Farmina, N&D Quinoa არის სრულფასოვანი მშრალი საკვები ზრდასრული კატებისთვის, განკუთვნილია ბეწვის გორგალის გამოდევნის ხელშესაწყობად. დღიური ულუფა შეიძლება შეიცვალოს ჯიშის, გარემოს, ფიზიკური ვარჯიშის, ტემპერამენტისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით. რაციონი შეიძლება დაიყოს დღიურ ორ ან მეტ ულუფად. რეკომენდებულია თავდაპირველად N&D - ის შერევა მანამდე გამოყენებულ დიეტასთან. წყალი ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ცხოველისთვის. შემადგენლობა: უძვლო იხვი (20%), დეჰიდრირებული იხვის ცილა (20%), ბარდის სახამებელი, ბარდის ბოჭკო, ქინოას თესლის ექსტრაქტი (8%), ქათმის ცხიმი, ჰიდროლიზებული თევზის პროტეინი, გამომშრალი კვერცხი, სელის თესლი, გამომშრალი ჭარხლის რბილობი, თევზის ცხიმი (ქაშაყისგან), გამომშრალი ვაშლი (2.5 %), გამომშრალი შტოში (2.5%), მრავალძარღვას კანი და თესლი, გამომშრალი ისპანახი, იონჯას ფქვილი, ფრუქტო-ოლიგოსაქარიდები (0.6 %), საფუარის ექსტრაქტი (მანო-ოლიგოსაქარიდების წყარო) (0.6%), კალციუმის სულფატის დიჰიდრატი (0.4 %), ლუდის გამომშრალი საფუარი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ალოე ვერას ექსტრაქტი, გლუკოზამინი, ქონდროიტინის სულფატი. შექმნილია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ყველა საკონტროლო ტესტი. შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას და დახურულ შეფუთვაში. დამზადებულია შეფუთვაზე დაბეჭდილ ვადამდე 18 თვით ადრე.
Farmina იტალიური, ნუტრიციული კომპანიაა, ცხოველის საკვების წარმოების 50 წლიანი გამოცდილებითა და 60-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტით. Farmina-ს ყველა ჰიპერპრემიუმ კლასის პროდუქტი 100%-ით ნატურალური და არაგენმოდიფიცირებულია. Farmina-ს არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ კონსერვანტებს. თითოეული გამოყენებული ნედლეული მოპოვებულია ფრთხილად შერჩეული და სერთიფიცირებული, საუკეთესო ხარისხის მეურნეობებიდან. Farmina გამორჩეულია როგორც წარმოების უნიკალური ტექნოლოგიით (ორხრახნიანი ექსტრუდერი, წივი დაწნეხვის ტექნოლოგია, შეფუთვა დაცულ ატმოსფეროში და ზუსტად დროული მიწოდება), ასევე საკუთარი პასუხისმგებლობით გარემოს მიმართ (Farmina არ იყენებს BPA-ს (სამრეწველო ქიმიკატებს), მოიხმარს მხოლოდ გადამუშავებულ ქილებს (სველ კვებაში) და სატყეო რესურსის მდგრადი მართვით წარმოებულ ქაღალდს). Farmina-ს საკვები ფორმულების შექმნაზე მუშაობს Farmina Vet Research: პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც აქვთ უმაღლესი დონის ექსპერტთა კვალიფიკაცია ნუტრიციოლოგიის, ვეტერინარიისა და საკვების ფორმულების შემუშავების დარგში. აღნიშნული გუნდი მუდმივად მუშაობს კვლევებზე, ფედერიკო II-ის სახელობის, ნეაპოლის უნივერსტეტის, ცხოველთა ნუტრიციულ კათედრასთან ერთად. Farmina-ს კომპანიონ ცხოველებზე განხორციელებული ყველა კვლევა ტარდება Cruelty free მიდგომით. Farmina არის პირველი, რევოლუციური კომპანია, რომელმაც შექმნა და დანერგა კომპანიონი ცხოველების ნუტრიციული კონსულტაცია და რომელიც არის სრულიად უფასო Farmina-ს ყველა მომხმარებლისთვის. Farmina Academy-ს მიერ სერთიფიცირებული ნუტრიციოლოგ-კონსულტანტის მუდმივი მხარდაჭერა შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოშიც.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.