თბილისში მიწოდება 3 საათში
აკვარელს მოყვება ფუნჯი და მოხსნადი პალიტრა, რომელიც მარტივად ირეცხება
აქვს მაღალი ხარისხის პიგმენტი, წყალში ხსნადი ნათელი ფერები
Faber-Castell-ის კომპლექტი აკვარელით ხატვის მოყვარულებისათვის შეიცავს აკვარელის საღებავებს, ფუნჯს და მოხსნად პალიტრას ფერების არევისთვის. ამ მაღალპიგმენტური აკვარელის საღებავებით ნებისმიერი აკვარელის ტექნიკით ხატვა შესაძლებელია. მისი კომფორტულობისა და მოსახერხებლობის გამო შესანიშნავი კომპანიონი შეიძლება იყოს მოგზაურობის დროს. ბრწყინვალე და კაშკაშა ფერები, მათ შორის მეტალის და ნეონის ფერები, შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებლებზე და უადვილებს მათ საკუთარი გრძნობების გამოხატვას.
გერმანიაში დაარსებული ბრენდი Faber-Castell მსოფლიოში საკანცელარიო და სამხატვრო ნივთების უდიდესი და უძველესი მწარმოებელია, რომელიც დაარსებიდან დღემდე 260-ზე მეტ წელს ითვლის. კომპანია მსოფლიოს 20 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველწლიურად ერთგულ კლიენტებს 120 სხვადასხვა დიზაინისა და უმაღლესი ხარისხის სამხატვრო და სხვა საკანცელარიო ნივთებს სთავაზობს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.