უფასო მიწოდება
Eden ED-613 დინამიკი შექმნილია სპეციალურად მეგობრებთან ერთად წვეულებებისა და დროის შესანიშნავად გასატარებლად. დინამიკს აქვს 6.5 ინჩიანი ვუფერი და 1 დიუმიანი ტვიტერი, რაც მკაფიო ხმას უზრუნველყოფს. დინამიკი Bluetooth 5.0 კავშირით, მარტივად და სწრაფად უკავშირდება მობილურს, ლეპტოპს ან ნებისმიერ Bluetooth სისტემიან მოწყობილობას და შეუფერხებლად მუშაობს 15 - 20 მეტრის რადიუსში. ED-613 -ს აქვს USB, მიკროფონის, AUX და TF ბარათის პორტები.
აუდიოვიზუალური გამოცდილების შესაქმნელად Eden ED-613 აღჭურვილია ფერადი LED ნათურებით, რომლებიც ციმციმებენ მუსიკასთან სინქრონულად, ქმნის წვეულების ატმოსფეროს და მატებს მხიარულ ელფერს ნებისმიერ წვეულებას. მოწყობილობას აქვს ჩაშენებული FM რადიო. 3600 mAh მოცულობის Li-Ion ბატარეა მუშაობს 3 საათამდე, სრულად დამუხტვას კი 4 საათი სჭირდება.
Eden ED-613 დამზადებულია მაღალი ხარისხის პლასტმასასგან და აღჭურვილია კომპაქტური, პორტატული დიზაინით, რაც აადვილებს ნებისმიერ გარე წვეულებაზე მის გადაადგილებას.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.