უფასო მიწოდება
Eclat Cristal d'Arques
Eclat Cristal d'Arques, ღვინის ფუჟერების ნაკრები
ნივთის ზომა: 20.7 x 8.3 სმ
მოცულობა: 280 მლ
მასალა: კრისტალურად დამუშავებული მინა
რაოდენობა შეფუთვაში: 2 ცალი
რეკომენდებულია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა
Eclat Cristal d'Arques, Ultime – კოლექცია წარმოდგენილია ღვინისა და შამპანურის დაგემოვნებისთვის განკუთვნილი ჭიქებით. კოლექციის პროდუქცია შექმნილია იმისთვის, რომ უფრო მეტად გააღვივოს თქვენი საყვარელი სასმლის არომატი, მისი მოსახერხებელი მოყვანილობა კი სასმლის დაგემოვნებას უფრო სასიამოვნოს ხდის. დამზადებულია კრისტალური მინისგან – Crystallin-ისგან. გამოირჩევა მაქსიმალური გამჭვირვალობითა და ბრწყინვალებით, ეს კი მაგიდას მდიდრულ, ელეგანტურ იერს ანიჭებს. გარდა ამისა, ხასიათდება საოცარი გამძლეობით დაზიანებების მიმართ და შესანიშნავად უმკლავდება ყოველდღიურ გამოყენებას. ნაკრებში შედის 6 ცალი ღვინის ჭიქა.
Crystal d’arques – უმაღლესი ხარისხის მინის ჭურჭლის მწარმოებელი ფრანგული ბრენდი, რომლის ისტორია 1968 წელს იწყება. მას შემდეგ, ბრენდი ქმნის შამპანურის, ღვინისა და სხვა სასმელებისთვის განკუთვნილ, თანამედროვე ცხოვრების საჭიროებებზე მორგებულ ჭურჭელს მათთვის, ვინც ეძებს ელეგანტური სტილისა და ხარისხის კომბინაციას. Crystal d’arques-ი ქმნის ინოვაციური კრისტალური მინის ჭურჭელს, რომელშიც იდეალურადაა ასახული ბრენდის მრავალწლიანი გამოცდილება. სპეციალური ტექნიკით დამუშავებული კრისტალური მინა არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს. მასში უზადო გამჭვირვალობა და ბრწყინვალება ჰარმონიულადაა შერწყმული შესანიშნავ გამძლეობასა და კრისტალური მინის სასიამოვნო ჟღერადობასთან. ბრენდის პროდუქცია შთაგონებულია არქიტექტურით, მოდით, სხვადასხვა ადგილებით და ა.შ. თამამი გეომეტრიული მოყვანილობებითა და სტრუქტურით, Crystal d’arques-ს შემოაქვს სახასიათო ფრანგული ცხოვრების ხელოვნება თქვენს სუფრაზე.