თბილისში მიწოდება 3 საათში
DRS მეზოროლერი ინდივიდუალური ნემსებით Green
სახე, სხეული & თმა
ეფექტურია ოპერაციის & აკნეს შემდგომი ნაწიბურების სამკურნალოდ
ასტიმულირებს თმის & წვერის ზრდას
ამცირებს თმის ცვენას
ამცირებს ნაოჭების სიღრმეს & რაოდენობას
ამკვრივებს & ათანაბრებს სახის ფერს
ავიწროვებს ფორებს
გამოიყენება ცელულიტების & სტრიების სამკურნალოდ
ზომა: 4.5 x 17.2 x 4 სმ
ტიტანის მიკრონემსების სიგრძე: 0.5 მმ
მიკრონემსების რაოდენობა: 192
მეზოროლერი კანის მოვლის ეფექტური ინსტრუმენტია და გამოიყენება სახის, თმისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილების მასაჟისთვის. მეზოროლერი წარმოადგენს პლასტიკური ქირურგიის, ლაზერული კორექციის და პილინგების საუკეთესო და მარტივ ალტერნატივას. მისი ეფექტურობა დამტკიცებულია არა მარტო თვალსაჩინო შედეგებით, არამედ სამეცნიერო კვლევებითაც. მეზოროლერის ეფექტურობას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: მიკრონემსების საშუალებით კანში ჩნდება მიკროარხები. შედეგად, 90%-ით იზრდება კანის მიერ შრატებისა და სამკურნალო საშუალებების ათვისება; ააქტიურებს კანში კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს; უმჯობესდება კანის სისხლით, შესაბამისად, ჟანგბადითა და ნუტრიენტებით მომარაგება. გამოიყენება ოპერაციის და აკნეს შემდგომი ნაწიბურების სამკურნალოდ, ნაოჭების პროფილაქტიკისთვის და კანის რელიეფის გასათანაბრებლად. ამკვრივებს ეპიდერმისს, ავიწროვებს ფორებს და აღადგენს სახის ოვალს. ამცირებს თმის ცვენას და ასტიმულირებს წვერის, თმის ზრდას. ზომა: 4.5 x 17.2 x 4 სმ. ტიტანის მიკრონემსების სიგრძე: 0.5 მმ. მიკრონემსების რაოდენობა: 192. თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი და არასდროს გამოგიყენებიათ სახის კანზე მეზოროლერი, გირჩევთ დაიწყოთ 0.25 მმ-ით.
მეზოროლერის გამოყენების წინააღმდეგჩვენებები:
რესპირატორული ინფექციები (ნებისმიერი გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - სისუსტე, ტემპერატურა, ხველა, გამონადენი ცხვირიდან);
ჰერპესის ვირუსის გამწვავების ფაზა;
ეპილეფსია;
ტკივილის დაბალი ზღვარი;
კანის დაავადებები - ნებისმიერი დერმატიტი, ფსორიაზი;
კანის ტრავმები - ნაფხაჭნი, ჭრილობა, გამონაყარი, აქტიური აკნე;
კუპეროზი - მხოლოდ კოსმეტოლოგთან კონსულტაციით;
ანტიკოაგულანტების მიღება, სისხლის შედედების უნარის დარღვევა;
მიდრეკილება კელოიდური ნაწიბურების წარმოქმნისკენ;
სომატური დაავადებები - არაკომპენსირებულ სტადიაში;
ონკოლგიური დაავადებები ანამნეზში;
ორსულობა, ლაქტაცია.
გაისუფთავეთ სახე. სასურველია ქაფით და ტონიკით გაწმენდის შემდეგ სახე გაიწმინდოთ ქლორჰექსიდინით, მირამინსტინით ან ნებისმიერი უალკოჰოლო (უსპირტო) ანტისეპტიკური ხსნარით; უშუალოდ გამოყენების წინ, გაასუფთავეთ მეზოროლერი, დაამუშავეთ ქლორჰექსიდინით - 30 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ხსნარში; გაატარეთ მეზოროლერი მასაჟის ხაზებზე 5-10-ჯერ ყველა მიმართულებით - ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად, ირიბად. მიმართულების შეცვლისას მეზოროლერი აუცილებლად მოაშორეთ კანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ კანზე შემოტრიალებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ტრავმირება. მთლიანი პროცედურა გრძელდება 5-7 წუთი.
პროცედურის შემდეგ სახეზე დაიტანეთ სასურველი სახის კრემი ან ნიღაბი. შესაძლებელია პანთენოლის შემცველი კრემის გამოყენებაც; ნუ ჩაიტარებთ კვირაში 1-2 პროცედურაზე მეტს.
მეზოროლერის გამოყენებისას ნუ გააკეთებთ მკვეთრ და ინტენსიურ მოძრაობებს - ზედმეტმა ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობა ან დატოვოს ნაწიბური;
პროცედურის შემდეგ კანი შეწითლებულია და მგრძნობიარე. სასურველია პროცედურის ჩატარება საღამოს, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე;
თუ იყენებთ 0.2-0.3 მმ-ზე მეტი სიგრძის ნემსებს, შრატი უნდა იყოს აუცილებლად ამპულირებული და სტერილური. სხვა შემთხვევაში, დასაშვებია ნებისმიერი შრატის გამოყენება;
ნუ ასცდებით ორბიტის ძვლის ხაზს. დაუშვებელია მეზოროლერის გამოყენება უშუალოდ ქუთუთოების კანზე და ტუჩებზე;
მეზოროლერის დავარდნის შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს მისი მიკრონემსები, რაც გამოიწვევს კანის ტრავმირებას, ამიტომ აპარატი აუცილებლად უნდა შეიცვალოს;
მოარიდეთ ხალებს;
პროცედურის შემდგომ აკრძალულია ცხელი აბანოს, საუნის, სოლარიუმის გამოყენება.
გარეცხეთ მეზოროლერი გამდინარე წყალში, გააშრეთ ჰაერზე, დაამუშავეთ სპირტით და შეინახეთ თავის ყუთში. მეზოროლერი არის მხოლოდ ინდივიდუალურად გამოსაყენებელი საშუალება. ერთ მეზოროლერს იყენებს მხოლოდ 1 ადამიანი. მეზოროლერის ნემსები დროთა განმავლობაში ბლაგვდება. ერთი როლერი ყოფნის 6-10 პროცედურას, შემდგომ აუცილებელია შევცვალოთ იგი.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.