კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Doppelherz Aktiv ფოლიუმის მჟავა, 30 ტაბლეტიDoppelherz Aktiv ფოლიუმის მჟავა, 30 ტაბლეტი
Doppelherz Aktiv ფოლიუმის მჟავა, 30 ტაბლეტი

უფასო მიწოდება

38.05
Doppelherz Aktiv ფოლიუმის მჟავა, 30 ტაბლეტი  doppelherz aktiv foliumis mzhava, 30 TableTi - ვარიაცია 1 Doppelherz Aktiv ფოლიუმის მჟავა, 30 ტაბლეტი  doppelherz aktiv foliumis mzhava, 30 TableTi - ვარიაცია 1

Doppelherz Aktiv ფოლიუმის მჟავა, 30 ტაბლეტი

ID: 4009932944747

Doppelherz

 

Doppelherz Aktiv ფოლიუმის მჟავა

 

ფოლიუმის მჟავა + ვიტამინები B6+B12+C+E

 

სიცოცხლისათვის აუცილებელი & შეუცვლელი ვიტამინი

 

ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან

 

უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებასა და ფუნქციონირებას

 

30 ტაბლეტი

38.05

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Doppelherz Aktiv ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა სიცოცხლისათვის აუცილებელი და შეუცვლელი ვიტამინია, რომელიც ორგანიზმს ესაჭიროება ნივთიერებათა ცვლისათვის. აქტიურად მონაწილეობს ცილოვან ცვლაში, ნუკლეინის მჟავების და ზოგიერთი ამინომჟავას სინთეზში, მონაწილეობს უჯრედების დაყოფისა და ზრდის პროცესში. გადამწყვეტ როლს ასრულებს ერთ-ერთი ამინომჟავის - ჰომოცისტეინის ცვლაში. ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინი B12 - ის ზემოქმედებით ჰომოცისტეინი გარდაიქმნება სხვა ამინომჟავად მეთიონინად, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხიმების ცვლის დროს. დამტკიცებულია, რომ სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის მომატებული კონცენტრაცია ზრდის ათეროსკლეროზის რისკს, ვინაიდან ამ დროს წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები. საბოლოოდ, ამას მივყავართ სისხლძარღვების ენდოთელიუმის დაზიანებამდე. გარდა ამისა, ჰომოცისტეინი ზრდის სისხლის შედედებას. ფოლიუმის მჟავის უკმარისობა არღვევს ნორმალური სისხლწარმოქმნის პროცესს. მისი 4-5 თვიანი დეფიციტის დროს შესაძლებელია ანემიის რომელიმე ფორმის განვითარება (მეგალობლასტური – სისხლის ანომალიური უჯრედების წარმოშობა). ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ფოლიუმის მჟავის მარაგის შექმნა, ამიტომ საჭიროა ზრუნვა მის მუდმივად მიწოდებაზე.

ვიტამინი B6 - მონაწილეობს ლიპიდების, ამინომჟავების ცვლაში, ჰემოგლობინის ფორმირებაში და ასტიმულირებს კუნთების მუშაობას.

ვიტამინი B12 - აუცილებელია ანემიის განვითარების საპროფილაქტიკოდ. მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების ცვლაში, რაც მნიშვნელოვანია ნერვული უჯრედების ფუნქციონირებისათვის.

ვიტამინი C - უჯრედული დაცვის ვიტამინი, ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს, მონაწილეობს ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაში, შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციის შენარჩუნებაში.

ვიტამინი E - გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, მონაწილეობს ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის უმნიშვნელოვანეს პროცესებში, ხელს უშლის კაპილარების სიხისტის ზრდას. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას უჯრედში და ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს.

 

შემადგენლობა:

  1 ტაბლეტი:
ფოლიუმის მჟავა 600 მკგ.
ვიტამინი C  300 მგ.
ვიტამინი E  36 მგ.
ვიტამინი B6  6.0 მგ.
ვიტამინი B12 5.0 მკგ

 

მიღება და დოზირება:

მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში, ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაცია

  • ბრენდიDoppelherz


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.