უფასო მიწოდება
ეკომატი არის აკუპრესურის პრინციპით დამზადებული სამასაჟე მატრასი, რომელიც მოქმედებს კანის 5000-ზე მეტ წერტილზე და ახდენს ორგანიზმის ჰოლისტიკურ გაჯანსაღებას. ეკომატი გამოიყენება სახლში, ოფისში, სპორტ-დარბაზში, მოგზაურობის დროს. მასაჟის ჩატარება შესაძლებელია იატაკზე, დივანზე, სკამზე ან საწოლზე, მუშაობის ან დასვენების პარალელურად. დერმისის ეკომატის სამასაჟე კომპლექტში შედის აკუპრესურის მატრასი, ბალიში და მათი შესანახი ჩანთა. მატრასი გამოიყენება ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე - იატაკზე, საწოლზე, დივანზე ან სკამზე. არ დაგჭირდებათ პროცედურისთვის განსაკუთრებულად მომზადება, დამატებითი დროის გამოყოფა მასაჟისთვის და შეგიძლიათ მასაჟი ტელევიზორის ყურებას, კითხვას ან მუშაობას შეუთავსოთ. ეკომატზე მასაჟის შედეგად მიიღწევა მთლიანი სხეულის და გონების ღრმა რელაქსაცია. თავისი პრაქტიკულობის, სიმარტივისა და ეფექტურობის გამო, ეკომატი ორგანულად ჩაეწერება თქვენს ყოველდღიურობაში, საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ განწყობას და ცხოვრების ხარისხს.
ეკომატი დაგეხმარებათ, თუ:
• გაწუხებთ ქრონიკული დაღლილობა, შაკიკი, ხანგრძლივად დგახართ ან გაქვთ მჯდომარე სამსახური.
• გაწუხებთ ფეხების შეშუპება ან დაღლილობა; გტკივათ ზურგი, წელი, კისერი, ფეხები;
• გაწუხებთ სტრესი, შფოთვა; გაქვთ ინსომნია (უძილობა) ან ფხიზელი ძილი;
• თუ ინტენსიურად ვარჯიშობთ სპორტდარბაზში ან გიწევთ მძიმე ფიზიკური დატვირთვა; ებრძვით ცელულიტს.
• ასტიმულირებს ბეტა-ენდორფინების სინთეზს. ენდორფინები, თავის ტვინში, უკავშირდებიან მიუ-ოპიოიდურ რეცეპტორებს და ავლენენ ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ, ანთებისსაწინაღმდეგო და ანტისტრესულ მოქმედებას;
• ხსნის კუნთების სპაზმს, დაჭიმულობასა და ტკივილს. ეკომატზე მასაჟის შემდეგ მთლიანად ქრება ან საგრძნობლად მცირდება:
ეკომატი ასევე აუმჯობესებს: ნივთიერებათა ცვლას, კანის რელიეფს, მეხსიერებას, კონცენტრაციას, იმუნიტეტს, ძილს, განწყობას.
დერმისის ბალიში გამოიყენება:
• თავისა და კისრის არეში მასაჟისთვის;
• წელისა და ხერხემლის არეში ზეწოლის და ინტენსივობის გასაძლიერებლად (აძლიერებს მასაჟის დადებით ეფექტს).
ეკომატის გამოყენება არ ანაცვლებს მკურნალი ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტოზურ მკურნალობას, თვითნებურად არ შეწყვიტოთ მკურნალობა. ეკომატის უკუჩვენებები:
• ონკოლოგიური დაავადებები; ანტიკოაგულანტების გამოყენება;
• კანის მთლიანობის დარღვევა ან სხვადასხვა დაავადებების გამწვავების ფაზა (ეგზემა, ფსორიაზი, ვირუსული დაავადებები). კანის დაზიანებულ არეზე პროცედურის ჩატარება არ შეიძლება;
• არ არის რეკომენდირებული ორსულებისა და გულით დაავადებულებისათვის.
• თრომბოფლებიტი, ეპილეფსია, ცხელება და მწვავე რესპირატორული დაავადება; კოაგულაციის პრობლემები (ჰემოფილია);
დერმისი შეიქმნა იდეით, რომ მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა თავის მოვლისა და გაჯანსაღების ისეთი პროდუქტები, რომლებიც კვლევებით და საერთაშორისო გამოხმაურებებითაა გამყარებული. დერმისში ვთვლით, რომ საუკეთესო შედეგისთვის, სილამაზის გაჯეტი უნდა ეხმარებოდეს ორგანიზმს რეგენერაციაში (თვითაღდგენაში). ასეთ დამხმარე საშუალებებს წარმოადგენს მეზოროლერი და 3D როლერი, რომლებიც ორგანიზმს „აიძულებს“ თავად გაიახალგაზრდაოს კანი. ასევე მივიჩნევთ, რომ სწორი თერაპიისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ კანის სილამაზეს, ახალგაზრდულ იერს, მოქნილ და ჯანმრთელ სხეულს, არამედ გარემო პირობებს, სოციალურ ასპექტებს და ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ადამიანის სხეულში მიმდინარე თუნდაც მცირე ცვლილება გავლენას ახდენს მთლიან ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესზე, რაც გახდა ინსპირაცია მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ჰოლისტიკური მკურნალობის უნიკალური მეთოდი - აკუპრესურის მატრასი - ეკომატი. ეკომატი კომპლექსურად უმკლავდება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებს და ცვლის ცხოვრების ხარისხს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.