თბილისში მიწოდება 3 საათში
გინდა გათიშო გარე სამყარო და სრულად ჩაიძირო საკუთარში? მაშინ Defunc True Mute უსადენო ყურსასმენები შენთვისაა. ხმაურის აქტიური ჩახშობის რეჟიმი (ANC) უზრუნველყოფს შენს ირგვლივ, სამუშაო გარემოში ან ქუჩაში არსებული ხმაურის ჩახშობას. ასევე აქვს გამჭვირვალობის რეჟიმი (Transparency Mode), რომლითაც საჭიროების შემთხვევაშუ შეძლებ პარალელურ რეჟიმში მოისმინო გარშემო არსებული ხმები. ხმის ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადასვლისთვის, საჭიროა მარჯვენა ყურსასმენს 3 წამის განმავლობაში დააჭირო და სენსორული კონტროლის გამოყენებით ის ავტომატურად გადაერთვება სხვა რეჟიმზე. ყურსასმენებში ინტეგრირებული 2 მიკროფონი, აუმჯობესებს ზარებისას შენი და მოსაუბრის ხმის ხარისხს.
მოწყობილობა მომენტალურად უკავშირება ნებისმიერ სმარტფონს 10 მეტრის რადიუსში, Bluetooth 5.0 ვერსიის წყალობით. თავსებადია iOS-თან და Android-თან. ასევე თავსებადია Bluetooth-ის მქონე პლანშეტებთან, ლეპტოპებთან და სხვა მოწყობილობებთან.
Defunc True Mute ყურსასმენების ანატომიური დიზაინი უზრუნველყოფს კომფორტულ გამოყენებას მთელი დღის განმავლობაში. მისი უნიკალური ფორმა და მასალა საშუალებას მოგცემს თავისუფლად იმოძრაო და შეასრულო ჩვეული აქტივობები. ყურსასმენებს კომლექტაციაში მოყვება სამი სხდასხვა ზომის სილიკონის თავი, შეგიძლია აირჩიო შენთვის ყველაზე კომფორტული, რომელიც მჭიდროდ მოერგება ყურს და ასევე უზრუნველყოფენ გარე ხმაურის იზოლაციას.
ყურსასმენები ხმაურის აქტიური ჩახშობის რეჟიმით მუშაობს 5 საათს, მის გარეშე 7-8 საათს, ხოლო დამტენ ქეისთან ერთად 30 საათს. სრულად დასამუხტად კი 1.5 საათი საკმარისია.
IPX4 წყალგამძლეობის რეიტინგი აქვს, შესაბამისად Defunc True Mute შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ წვიამიან ამინდში ან ვარჯიშის დროს.
2015 წლიდან მზარდი შვედური ბრენდი Defunc სკანდინავიური დიზაინისა და საგულდაგულოდ შერჩეული ფუნქციების გაერთიანებით ქმნის პროდუქციას მომხმარებლის აუდიო გამოცდილების გასაუმჯობესებლად. მშობლიური ქალაქ სტოკჰოლმიდან, შვედები მსმენელს მაღალი ხარისხის აუდიოტექნიკას სთავაზობენ, რათა მათ არჩევანის გაკეთება მაქსიმალურად გაუადვილდეთ.
მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესის გასამარტივებლად, Defunc ყურსასმენებს სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით ქმნის და პროდუქციას შემდეგ კატეგორიებში ანაწილებს - MUSIC, TALK, SPORT და HYBRID. ბრენდი ყურსასმენების გარდა, აწარმოებს სტერეო დინამიკებსა და სპიკერებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.