უფასო მიწოდება
გსურს მიიღო აუდიო გამოცდილება, რომელიც ფასთან შესაბამისია? მაშინ Defunc True Basic უსადენო ყურსასმენები შენთვისაა. სუფთა, დაბალანსებული და ძლიერი ხმა გარკვევით ისმის, ეარბადსები კი მჭიდროდ ერგება ყურის ფორმებს.
Defunc True Basic ყურსასმენებს აქვს სენსორული კონტროლი და ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერა. მარცხენა ეარბადზე სამმაგი კლიკით შეძლებთ ხმოვანი ასისტენტის გააქტიურებას და სმარტფონის ამოღების გარეშე, თქვენს ნაცვლად შეასრულებს ნებისმიერ მოქმედებას.
მოწყობილობა მომენტალურად უკავშირება ნებისმიერ სმარტფონს 10 მეტრის რადიუსში, Bluetooth 5.2 ვერსიის წყალობით. თავსებადია iOS-თან და Android-თან. ასევე თავსებადია Bluetooth-ის მქონე პლანშეტებთან, ლეპტოპებთან და სხვა მოწყობილობებთან.
Defunc True Basic ყურსასმენების მუშაობის დრო დამტენ ქეისთან ერთად 12 საათია, ხოლო მის გარეშე 3 საათი. ქეისის სრულად დამუხტვას 2 საათი სჭირდება, ყურსასმენები კი ქეისში მოთავსებით 1.5 საათში იმუხტება.
IPX4 წყალგამძლეობის რეიტინგი აქვს, შესაბამისად Defunc True Basic შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ წვიამიან ამინდში ან ვარჯიშის დროს.
Defunc True Basic უსადენო ყურსასმენების უნიკალური, ერგონომიული MultiTip დიზაინი შექმნილია მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით. აქვს უნიკალური ანატომიური ფორმა და რბილი სილიკონის თავები მთელი დღის განმავლობაში ტარებისთვის. კომპაქტური ყურსასმენები ადვილად ეტევა ყველაზე პატარა ჯიბეშიც კი.
2015 წლიდან მზარდი შვედური ბრენდი Defunc სკანდინავიური დიზაინისა და საგულდაგულოდ შერჩეული ფუნქციების გაერთიანებით ქმნის პროდუქციას მომხმარებლის აუდიო გამოცდილების გასაუმჯობესებლად. მშობლიური ქალაქ სტოკჰოლმიდან, შვედები მსმენელს მაღალი ხარისხის აუდიოტექნიკას სთავაზობენ, რათა მათ არჩევანის გაკეთება მაქსიმალურად გაუადვილდეთ.
მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესის გასამარტივებლად, Defunc ყურსასმენებს სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით ქმნის და პროდუქციას შემდეგ კატეგორიებში ანაწილებს - MUSIC, TALK, SPORT და HYBRID. ბრენდი ყურსასმენების გარდა, აწარმოებს სტერეო დინამიკებსა და სპიკერებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.