უფასო მიწოდება
გსურთ ბოლომდე ჩაიძიროთ მუსიკაში, დატკბეთ თქვენს მიერ შერჩეული ჟანრის შესაბამისი ბასებით და ჟღერადობით? მაშინ Defunc True Audio თქვენთვისაა. უსადენო ყურსასმენები შექმნილია მუსიკის მოყვარულთათვის და საშუალებას გაძლევთ დააკონფიგურიროთ ხმა ისე, როგორც გსურთ, აპის Defunc TWS-ის საშუალებით. ყურსასმენებს აქვს სენსორული კონტროლი - სიმღერების შეცვლა, ხმის მოცულობის გაზრდა/დაკლება, შესაძლებელია მხოლოდ თითის ერთი შეხებით.
დაბალი დაყოვნება უზრუნველყოფს ვიზუალურ და ხმოვან დროით თანხვედრას. რაც ნიშნავს რომ აუდიო არასოდეს დაგვიანდება, შესაბამისად იდეალურად სინქრონიზებულ გამოსახულებას და ხმას მიიღებთ. ყურსასმენებში ინტეგრირებული 2 მიკროფონი, აუმჯობესებს ზარებისას თქვენი და მოსაუბრის ხმის ხარისხს.
Defunc True Audio ყურსასმენებს აქვს Bluetooth 5.3 -ის უახლესი ვერსია და სრულად თავსებადია ყველა მოწყობილობასთან, რომელიც მხარს უჭერს Bluetooth ტექნოლოგიას (სმარტფონი, ჭკვიანი საათი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი და ა.შ.), მიუხედავად მწარმოებლისა და ოპერაციული სისტემისა.
IPX4 წყალგამძლეობის წყალობით, Defunc True Audio შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ წვიამიან ამინდში ან ვარჯიშის დროს.
2015 წლიდან მზარდი შვედური ბრენდი Defunc სკანდინავიური დიზაინისა და საგულდაგულოდ შერჩეული ფუნქციების გაერთიანებით ქმნის პროდუქციას მომხმარებლის აუდიო გამოცდილების გასაუმჯობესებლად. მშობლიური ქალაქ სტოკჰოლმიდან, შვედები მსმენელს მაღალი ხარისხის აუდიოტექნიკას სთავაზობენ, რათა მათ არჩევანის გაკეთება მაქსიმალურად გაუადვილდეთ.
მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესის გასამარტივებლად, Defunc ყურსასმენებს სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით ქმნის და პროდუქციას შემდეგ კატეგორიებში ანაწილებს - MUSIC, TALK, SPORT და HYBRID. ბრენდი ყურსასმენების გარდა, აწარმოებს სტერეო დინამიკებსა და სპიკერებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.