უფასო მიწოდება
„DE PROFUNDIS ოსკარ უაილდმა პატიმრობის დროს დაწერა. იმ ჯოჯოხეთური შეგრძნებებიდან, ციხეში რომ განიცდიდა, თავშესაფარი ლიტერატურა აღმოჩნდა. ასე დაიბადა DE PROFUNDIS, საყვედურად იმ პიროვნების მიმართ, რომლის გამოისობითაც ამოყო თავი მისთვის დაუჯერებელ გარემოში, იმ საბედისწერო მეგობრობის გამო, არც პურიტანულმა საზოგადოებამ რომ აპატია და არც სასამართლომ დაინდო. ოსკარ უაილდს ეპისტოლე ამ ჟანრის კვალობაზე საკმაოდ გაუგრძელდა, საბოლოოდ კი აღსარებად გარდაისახა. ამიტომაც ძალდაუტანებლად შემოვიდა თხრობაში მისი შემოქმედებითი ლაბორატორია და შემოგვრჩა არაერთი საგულისხმო თუ ძალზე მნიშვნელოვანი რეალია, შტრიხი და დეტალი. უაილდი იესო ქრისტეს ფენომენს მანამდეც უკვირდებოდა, ციხის საკანში კიდევ უფრო დაუახლოვდა და მისი მოძღვრებაც უფრო ხელშესახებად განიცადა. მან უფაქიზესად მოხაზა იესო ქრისტეს კაცებრივი არსებობის მანამდე შეუმჩნეველი თუ ჯეროვანი დაფასების გარეშე დარჩენილი შტრიხები. ოსკარ უაილდი იესო ქრისტეს პირველ რომანტიკოს პოეტად მოიხსენიებდა, მის ცხოვრებას კი უმშვენიერესად აღიარებდა ყველა პოემას შორის. დარწმუნებით აცხადებდა, ბერძნული ტრაგედიები, ყველა ერთობლივ, მთელი თავიანთი სიდიადითა და ტრაგიზმით, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ქრისტემ გადაიტანაო. სახარებაში – იმ ოთხ პროზაულ პოემაში – ჩაფლობისა და გათავისების შემდგომ შეიცნო და შეიმეცნა არა მხოლოდ ტკბობა ცხოვრებითა და ტკბობა ხელოვნებით, არამედ ის, რაც უკვე გაცილებით უფრო შესანიშნავი ეჩვენებოდა: ტანჯვის არსი და მისი სილამაზე. ოსკარ უაილდი რომელ ჟანრსაც ხელს მოჰკიდებდა, ყველგან საუკეთესო ნიმუშებს ქმნიდა – ასეთია მისი ლექსები, მისი პოემა, მისი რომანი, მისი პიესები, მისი ლიტერატურული ზღაპრები, მისი ესეები, მისი აფორიზმები. და რაკიღა აღსარების ჟანრსაც შეახო ხელი, აქაც შედევრი დაგვიტოვა.“ – როსტომ ჩხეიძე
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.