კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Clementoni, კუბი აქტივობებითClementoni, კუბი აქტივობებით
Clementoni, კუბი აქტივობებით

უფასო მიწოდება

54.90
Clementoni, კუბი აქტივობებით  clementoni, kubi aqTivobebit - ვარიაცია 1 Clementoni, კუბი აქტივობებით  clementoni, kubi aqTivobebit - ვარიაცია 1
Clementoni, კუბი აქტივობებით  clementoni, kubi aqTivobebit - ვარიაცია 2 Clementoni, კუბი აქტივობებით  clementoni, kubi aqTivobebit - ვარიაცია 2
Clementoni, კუბი აქტივობებით  clementoni, kubi aqTivobebit - ვარიაცია 3 Clementoni, კუბი აქტივობებით  clementoni, kubi aqTivobebit - ვარიაცია 3

Clementoni, კუბი აქტივობებით

ID: 8005125176724

Clementoni

 

გასაოცარი აქტივობებით სავსე კუბი, ბავშვებს კონცენტრაციისა და კოორდინაციის უნარების განვითარებაში ეხმარება.

 

ასაკი: 10 თვიდან

 

მასალა: პლასტმასა

54.90

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Clementoni, კუბი აქტივობებით

კუბი ასტიმულირებს მცირე მოტორულ უნარებს და აღძრავს ცნობისმოყვარეობას ბავშვში. 5 განსხვავებული სათამაშო ზონის წყალობით, სხვადასხვა ფუნქციებით, ის ეხმარება ბავშვს ფოკუსირდეს ერთ აქტივობაზე, რითაც აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს. ღილაკზე დაჭერისას იხსნება სახურავი, საიდანაც პატარა სათამაშო ძაღლი მოულოდნელად გამოდის. ყვავილის შემობრუნებით ფუტკარი იწყებს ყვავილის გარშემო ფრენას. კურდღელი ხტება სტაფილოს დასაჭერად, პატარა თევზი კი გვერდს აბრუნებს.

Clementoni

თამაში სერიოზული საქმეა, რომელიც არასდროს უნდა შეწყვიტო’’ - თამაშის მნიშვნელობა მარიომ კლემენტონმა ყველას მაშინ დაანახა, როცა 1963 წელს კომპანია Clementoni ჩამოაყალიბა და პირველი სამაგიდო თამაშიც შექმნა. კომპანია ნახევარსაუკუნოვანი ისტორიით, საგანმანათლებლო სათამაშოებს აწარმოებს. Clementoni გთავაზობთ სამაგიდო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სათამაშოების ნაკრებებს, თავსატეხებს, წიგნებსა და სხვა პროდუქტებს. Clementoni-ს პირველი კომერციული წარმატება სამაგიდო თამაშის ‘’Sapientino’’-ს წარდგენას მოჰყვა. ბრენდი, რომელიც ბავშვებისა და მოზრდილებისთვის თამაშის პროცესს მუდმივად ავითარებს, ინარჩუნებს კრეატიულობასა და ხარისხს. დღეს, ‘’კლემენტონი’’ სათამაშოებს ყველა ასაკისთვის ქმნის. ბრენდის თითოეული პროდუქტის იდეაზე კარგად არის ნაფიქრი. სათამაშოები ექსპერიმენტულად დამტკიცებულია და მაღალი ხარისხის, არატოქსიკური მასალის გამოყენებითა და უსაფრთხოების ნორმატივის სრული დაცვით იწარმოება. Clementoni დღემდე აერთიანებს სათამაშოების მდიდარ ასორტიმენტსა და ყველაზე პოპულარულ ლიცენზიებს.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ასაკობრივი ჯგუფი1 - 3
  • ბრენდიClementoni
  • მასალაპლასტმასა
  • ბრენდის წარმომავლობაიტალია
  • შეფუთვის ზომა26 x 19 x 17.5 სმ


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.