უფასო მიწოდება
გულსაკიდი მინანქრით
ნივთის ზომა: 0.6 სმ
მასალა: 925 ვერცხლი, მინანქარი
წონა: 1.45-1.65 გრ.
ფერი: ვერცხლისფერი
CHRONOS, გულსაკიდი მინანქრით. გულსაკიდი შექმნილია ახ.წ. III-IV საუკუნეებით დათარიღებული საკინძების ინსპირაციით, რომელიც ოქრომჭედლობის მცხეთური სკოლის ჩამოყალიბების პერიოდშია შექმნილი (ახ.წ. I-IV სს.). საკინძების ორიგინალი აღმოჩენილია სამთავროს სამაროვანში, შიდა ქართლი, საქართველო. ვერცხლი 925, მინანქარი. 1.45-1.65 გრ. ნიკელის გარეშე. ანტიალერგიული.
„CHRONOS“ სამკაულის კოლექცია სამი ათასწლეულის ისტორიის მქონე ქართული საგანძურის შთაგონებითაა შექმნილი. კოლექცია, რომელიც მრავალსაუკუნოვან კულტურის ისტორიაში გამოგზაურებთ, შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია. თითოეული ნივთი სხვადასხვა ეპოქის კულტურის სახეს გამოხატავს და დიზაინთან ერთად, უნიკალურია თავისი საკუთარი ისტორიით. CHRONOS აერთიანებს მდიდარ ხასიათს, ხარისხს და ემოციას. CHRONOS სამკაულის ხასიათის წყარო მდიდარი ქართული კულტურული საგანძურია, რომელიც დღეს საქართველოს მუზეუმებშია დაცული. ყოველი ნივთი ამ ისტორიის მნიშვნელოვან დეტალს ჰყვება და ღირებულია თავისი ამბით. ისტორია ნივთის სილამაზეს სიღრმეს, მნიშვნელობას და დაუვიწყარ ემოციას სძენს. CHRONOS სამკაულის ხარისხის წყარო მის ყველა დეტალშია - დიზაინში, განხორციელებასა და შეფუთვაში. CHRONOS სამკაულის ემოციის წყარო ძველის და ისტორიულის თამამი და ახლებური ადაპტაციაა.