უფასო მიწოდება
ქრონოსის ბეჭედი შექმნილია ძვ.წ. IV საუკუნით დათარიღებული სამკლაურის ინსპირაციით, რომელიც წარჩინებულ კოლხ ქალბატონს ეკუთვნოდა. ორიგინალი აღმოჩენილია ვანში, იმერეთი, საქართველო. ვერცხლი 925. 3.6-3.8 გრ. ნიკელის გარეშე. ანტიალერგიული.
„CHRONOS“ სამკაულის კოლექცია სამი ათასწლეულის ისტორიის მქონე ქართული საგანძურის შთაგონებითაა შექმნილი. კოლექცია, რომელიც მრავალსაუკუნოვან კულტურის ისტორიაში გამოგზაურებთ, შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია. თითოეული ნივთი სხვადასხვა ეპოქის კულტურის სახეს გამოხატავს და დიზაინთან ერთად, უნიკალურია თავისი საკუთარი ისტორიით. CHRONOS აერთიანებს მდიდარ ხასიათს, ხარისხს და ემოციას. CHRONOS სამკაულის ხასიათის წყარო მდიდარი ქართული კულტურული საგანძურია, რომელიც დღეს საქართველოს მუზეუმებშია დაცული. ყოველი ნივთი ამ ისტორიის მნიშვნელოვან დეტალს ჰყვება და ღირებულია თავისი ამბით. ისტორია ნივთის სილამაზეს სიღრმეს, მნიშვნელობას და დაუვიწყარ ემოციას სძენს. CHRONOS სამკაულის ხარისხის წყარო მის ყველა დეტალშია - დიზაინში, განხორციელებასა და შეფუთვაში. CHRONOS სამკაულის ემოციის წყარო ძველის და ისტორიულის თამამი და ახლებური ადაპტაციაა.