თბილისში მიწოდება მომდევნო სამუშაო დღეს
ნაძვის ხე
ნივთის ზომა: 270 x Ø155 სმ
სადგამის ზომა: 70 სმ
მასალა: PVC
შეფუთვის წონა: 15 კგ
ფერი: მწვანე
დაბურვის სიხშირე: საშუალო
აწყობის ტიპი: ჩასამაგრებელი (ნუმერაციით)
მწვანე ფერის ხელოვნური ნაძვის ხე, გაფორმების გარეშე, გამოირჩევა მაღალი ხარისხის კონსტრუქციითა და ელეგანტური დიზაინით. მისი სიმაღლე 270 სმ-ია, ხოლო დიამეტრი — 155 სმ. დამზადებულია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და გამძლე მასალებისგან. PVC წიწვების ხშირი ტოტები ხეს კლასიკური ნაძვის იერსა და მოცულობას ანიჭებს, ხოლო მყარი მეტალის მწვანე სადგამი უზრუნველყოფს სტაბილურობას და მყარ დგომას.
აიმაღლეთ საახალწლო განწყობა და აქციეთ ეს ნაძვის ხე თქვენი დეკორაციის მთავარ დეტალად.
მოცულობითი დიზაინი: დამზადებულია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, მაღალი ხარისხის PVC მასალისგან. PVC წიწვებს მოცულობას, ასევე კლასიკური ხელოვნური ნაძვის იერსა და ფორმას ანიჭებს.
მარტივი აწყობა/დაშლა: ნაძვის ხეს აქვს ტოტების ჩასამაგრებელი (ნუმერაციით) კონსტრუქცია. ასეთი ტიპის ტოტები აღნიშნულია ფერების მიხედვით და ღერძზე დატანილი აღნიშვნების შესაბამისად უნდა განთავსდეს.
გამძლე კონსტრუქცია: შექმნილია მრავალი სადღესასწაულო სეზონისთვის. აქვს მყარი და გამძლე მეტალის სადგამი სტაბილური დგომისთვის.
არააალებადი და ანტიალერგიული: კონსტრუქციაში გამოყენებული მასალები აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების ევროპულ საკანონმდებლო წესებს და არ არის აალებადი. ასევე, მისი არაალერგიული თვისებები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არჩევნად აქცევს და შესაძლებელია ნებისმიერ შიდა სივრცეში განთავსება.

ნაძვის ხე საჭიროებს აწყობას და ჩასამაგრებელია (ნუმერაციით) ფერების მიხედვით. აქვს მეტალის მყარი სადგამი, სტაბილური დგომისთვის. ნაძვის ხის აწყობა დაიწყეთ ქვემოდან ზევით. თავდაპირველად, გაშალეთ სადგამი და სამი ჭანჭიკის საშუალებით მყარად დაამაგრეთ ნაძვის ხის მთავარი ღერძი. შემდეგ, დაახარისხეთ ტოტები აღნიშვნების შესაბამისად. იმისთვის, რომ ნაძვის ხე მოცულობითი და წიწვოვანი გახდეს, თითოეული ტოტის წიწვი მაქსიმალურად გაშალეთ. დაიწყეთ ღერძზე დატანილი აღნიშვნების მიხედვით, შესაბამისი ფერის ტოტების ქვემოდან ზემოთ ჩამაგრება. ამ გზით ზუსტად გეცოდინებათ თუ სად განათავსოთ თითოეული ტოტი ღერძზე. ბოლოს კი, ნაძვის ხის ზედა ნაწილზე ჯერ გაშალეთ ტოტები და წიწვები, შემდეგ დაამაგრეთ ღერძზე.
იმისთვის რომ ზუსტად გაიგოთ განათების პარამეტრები (სიგრძე ან ნათურების რაოდენობა) ნაძვის ხისთვის, ეს ბმული დაგეხმარებათ: https://bit.ly/449L5tV
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.