კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Chaval, ბობალი, ღვინო, ვარდისფერი მშრალი.Chaval, ბობალი, ღვინო, ვარდისფერი მშრალი.
Chaval, ბობალი, ღვინო, ვარდისფერი მშრალი.

თბილისში მიწოდება 3 საათში

29.30
Chaval, ბობალი, ღვინო, ვარდისფერი მშრალი.  chaval, bobali, ghvino, vardisferi mshrali. - ვარიაცია 1 Chaval, ბობალი, ღვინო, ვარდისფერი მშრალი.  chaval, bobali, ghvino, vardisferi mshrali. - ვარიაცია 1

Chaval, ბობალი, ღვინო, ვარდისფერი მშრალი.

ID: 8437007174755
  • Chaval, ბობალი, ღვინო, ვარდისფერი მშრალი, 750 მლ.
     
  • ორგანული, ვეგანური ღვინო.
     
  • ყურძნის ჯიში: ბობალი.
     
  • ტექნოლოგია: ევროპული.
     
  • ალკოჰოლის შემცველობა: 12%.
     
  • ქვეყანა: ესპანეთი.
     
  • არომატი: ხილი, ყვავილოვანი.
     
  • გემო: ცოცხალი.
     
  • ბოთლის ტიპი: შუშა.
     
  • ფერი: ვარდისფერი.
     
  • მოცულობა: 750 მლ.

29.30

თბილისში მიწოდება 3 საათში
ID: 8437007174755

დახასიათება

Chaval-ის ვარდისფერი მშრალი ორგანული ღვინო საუკეთესო ვენახებიდან მოკრეფილი ორგანული ყურძნისგან, ბობალისგანაა დაყენებული. ღვინოს მინიჭებული აქვს ვეგანური სერთიფიკატი. ყურძენი მხოლოდ მაშინ იკრიფება, როდესაც ის სიმწიფის ოპტიმალურ დონეს მიაღწევს. ამის შემდეგ ტარდება მაცერაცია დაბალ ტემპერატურაზე, დუღილი 16 გრადუსზე, ყურძენი არ კარგავს თავის ბუნებრივ ტკბილ გემოებსა და არომატს. სასმელს გამჭვირვალე, ვარდისფერი შეფერილობა, ინტენსიური წითელი ხილის არომატი და ელეგანტური ცოცხალი გემო ამშვენებს. ძალიან უხდება ზღვის პროდუქტებსა და ბრინჯის კერძებს. დაგემოვნებისთვის რეკომენდებული ტემპერატურა 8-10 გრადუსია.

ბრენდის ისტორია

Chaval-ი ღვინის ბრენდია, რომელსაც ახალგაზრდული სული სდევს თან. ის არის შემოქმედებისთვის მიძღვნილი ღვინო, თოთოეული ღვინო და მისი ეტიკეტი ყვება დამოუკიდებელ ამბავს. El Renegado-ს მამული არის ორგანული მემკვიდრეობა უნიკალური გარემოსდაცვითი ღირებულებებით, გარშემორტყმულია ფიჭვის ტყეებითა და რვა მონუმენტური მუხით. ხმელთაშუა ზღვის გავლენა ვენახზეც აისახება, ყურძენი მეტადაა კონცენტრირებული ხილის არომატით, რაც Chaval-ის ღვინოს გამორჩეულსა და უნიკალურს ხდის. ჩავალი გარემოსადმი ერთგული ღვინოა, საგანძური, რომელიც ინახავს ჩავალის ვენახების არსს, თვითმყოფადობასა და ფესვებს. Chaval-ის მიზანია ბოთლის გახსნისას ბედნიერების მცირე დოზა მაინც მოგიტანოს. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ორგანულ ღვინოს, რადგან იყენებენ წარმოების სისტემას, რომელიც ინარჩუნებს და აუმჯობესებს ნიადაგის სიჯანსაღეს და აერთიანებს ტრადიციებსა და ინოვაციებს გარემოზე ზრუნვისთვის. ჩავალს მინიჭებული აქვს ვეგანური სერთიფიკატი, რადგან ღვინის წმენდისას არ იყენებენ ცხოველურ პროდუქტებს.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაციები

  • კატეგორიავარდისფერი ღვინო
  • სახეობამშრალი
  • ფერივარდისფერი
  • ქვეყანა-რეგიონიესპანეთი
  • ბრენდიChaval
  • ყურძნის ჯიშიბობალი
  • ტექნოლოგიაევროპული
  • ალკოჰოლის პროცენტი12%
  • მოცულობა750 მლ


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.