თბილისში მიწოდება 3 საათში
Cecotec Ready Warm 9100 აბაზანის რადიატორი, რომელსაც შეუძლია ეფექტურად გაათბოს აბაზანა და გააშროს პირსახოცები. მისი LED ეკრანი აჩვენებს ოთახის ტემპერატურას, ხოლო სენსორული მართვის პანელზე შეგიძლიათ აირჩიოთ გამათბობლის ფუნქციები, როგორიცაა მისი ტემპერატურა და რეჟიმები. ტემპერატურის არჩევა შესაძლებელია 10º-დან 35º-მდე დიაპაზონში. აქვს 3 ოპერაციული რეჟიმი, რათა მოერგოს თქვენს საჭიროებებს, კომფორტის რეჟიმი, ეკო რეჟიმი და ღია ფანჯრის რეჟიმი. ასევე ყოველკვირეული პროგრამა, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ დააყენოთ კვირის დღეები და სასურველი დრო, რათა მოწყობილობა ავტომატურად ჩაირთოს.
Cecotec Ready Warm 9100 აბაზანის რადიარტორს აქვს წყლის და ნესტ მედეგობის IP24 რეიტინგი, რაც ნიშნავს იმას, რომ დასველების შემთხვევაშიც კი, ის შეუფერხებლად იმუშავებს. ასევე აქვს 2 უსაფრთხოების სისტემა, უსაფრთხოება გადახურებისგან (იცავს თქვენს აბაზანასა და სახლს) და ყინვის საწინააღმდეგო სისტემა (იცავს აბაზანის რადიატორს 0º-მდე დაბალ ტემპერატურაზე).
კომპლექტაციაშია სამონტაჟო ნაკრები, ყველა საჭირო კომპონენტით რადიატორის დასაყენებლად და კედელზე დასამაგრებლად.
ესპანური ბრენდი Cecotec 1995 წლიდან სთავაზობს მომხმარებელს ხარისხიან და სანდო პროდუქციას. ბრენდი ორიენტირებულია წვრილ საყოფაცხოვრებო პროდუქციაზე და მოიცავს: სამზარეულოს ტექნიკასა და აქსესუარებს, სახლის მოვლასთან დაკავშირებულ ელექტრო მოწყობილობებს, ფიტნესს, ცხოველთა მოვლას, სმარტ გაჯეტებს და დასვენება-გართობას.
კომპანიის ძირეული პრინციპებია:
ბრენდის ძირითადი მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მორგებული იქნება მათ მუდმივცვალებად საჭიროებებსა და სურვილებს. ამავდროულად დაცული იქნება უსაფრთოების ზომები და მოხმარებისას იქნება როგორც მარტივი, ისე პრაქტიკული.
Cecotec ნაციონალურ და მსოფლიო ბაზარზე წარმატებითაა წარმოდგენილი, აქვს კლიენტების ფართო პორტფელი და მუდმივად ახალი გამოწვევების ძიებაშია.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.