თბილისში მიწოდება 3 საათში
Canpol Babies საბავშვო თერმოსი საკვებისთვის 300 მლ
ინარჩუნებს ტემპერატურას 5 საათამდე
არ შეიცავს BPA-ს
პრაქტიკული და ფერადი თერმოსი შესანიშნავი გამოსავალია, როცა გსურთ, ბავშვი სახლის გარეთაც ჯანსაღად კვებოთ. თერმოკონტეინერი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც სრულიად უსაფრთხოა საკვებთან კონტაქტისას, არ შთანთქავს სუნსა და არომატს, არ რეაგირებს საკვებ ნივთიერებებთან და არ შეიცავს BPA-ს. თერმოსის მოცულობა ოპტიმალურია - 300 მლ და ის საკვების ტემპერატურას რამდენიმე საათის განმავლობაში ინარჩუნებს. მასში შეგიძლიათ შეინახოთ როგორც თბილი, ასევე ცივი კერძები. ცხელი საკვების შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა 5 საათამდე ნარჩუნდება, ხოლო ცივი საკვების დაბალი ტემპერატურა - 7 საათამდე. ამის წყალობით, შეგიძლიათ, სასეირნოდ თან გაიყოლოთ ბავშვის საყვარელი თბილი წვნიანი, ან დარწმუნებული იყოთ, რომ საზაფხულო პიკნიკის დროს ბავშვის საკვები მზეზე არ გაფუჭდება.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.