თბილისში მიწოდება 3 საათში

მთარგმნელი: მანანა ღარიბაშვილი
გამოცემის წელი: 2019
გვერდების რაოდენობა: 144
ISBN: 9789941487378
გამომცემლობა: არტანუჯი
ვერგილიუსის „ბუკოლიკები“ ათი ეკლოგისგან შედგება (ეკლოგა „რჩეულს“ ნიშნავდა), ისინი ერთიანდებიან ერთი განწყობის მეშვეობით, თუმცა რამდენიმე მათგანი აშკარად განსხვავდება მწყემსური სიმღერებისგან და საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია. ეკლოგებს ერთი საზომი – დაქტილური ჰეგზამეტრი აერთიანებს, ყველა ეკლოგა ამ საზომითაა გამართული. ვერგილიუსის „ბუკოლიკები“ პასტორალურ, მწყემსურ ცხოვრებას გვიხატავს, ბუნებასთან ახლოს ყოფნის ჭირსა და ლხინს, დღიურ წვრილმანებს, პოეტურ შეჯიბრებებს, შიგადაშიგ სასიყვარულო ურთიერთობებს. ეს ეკლოგები თუმცა პოეტის ყველაზე ადრეული ქმნილებებია, მაგრამ აქაც, ვფიქრობ, ნაწარმოების მთავარი ღირსება ენობრივ სიბრტყეზე დევს. ცხადია, სოფელი და სოფლური შრომისა და გართობის განწყობილებები ვერგილიუსისთვის ძალზე ახლობელია, მაგრამ ყოველივე ამას განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მთავარია, სტრიქონი მაქსიმალურად აივსოს ენერგიითა და მოძრაობით, მისთვის მთავარია (განსხვავებით თეოკრიტოსისაგან, რომლის „იდილიების“ თავისუფალ თარგმანს ხშირად წარმოადგენს „ეკლოგების“ ცალკეული პასაჟები) სიტყვების ერთმანეთთან კავშირი, მათი მიზიდულობა და განზიდულობა, გვირისტი თუ ვარაყი... რაც შეეხება ქართულ თარგმანს, საგანგებოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ანტიკური პოეზიის თარგმნისას გარკვეულ სირთულეს ქმნის ქართულ ენაზე დაქტილური ჰეგზამეტრის შესატყვისი სალექსო საზომის არარსებობა; ხელოვნური საზომები ძალზე იშვიათად ამართლებს, თოთხმეტმარცვლოვანი ბესიკური კი, რომელიც თარგმანში ყველაზე ხშირად გამოიყენება, ამ შემთხვევაში ინტონაციურად სრულიად შეუსაბამოა, სულ სხვა ჟანრული ინერცია ახლავს. ჩვენ მიერ არჩეული ჩვიდმეტმარცვლოვანი საზომი, მართალია, ჰეგზამეტრს პირობითად შეესაბამება, მაგრამ ზოგი რამ მაინც საერთოა: ესეც ჩვიდმეტმარცვლოვანია (ბერძნულ-ლათინურში უკადანსო გრძელი ხმოვანი ორად ითვლება), აუცილებელი ქორეთი ბოლოვდება და კადანსების რიცხვიც უმეტესად იგივეა. და კიდევ, რაც მთავარია, ნიშანდობლივ სხვა ჟანრებს არ გვახსენებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.