უფასო მიწოდება
*წითელი მშრალი ღვინო.
*ყურძნის ჯიში: რქაწითელი, საფერავი.
*ტექნოლოგია: ევროპული.
*ალკოჰოლის შემცველობა: 12.5%.
*ქვეყანა: საქართველო.
*რეგიონი: ქვემო ქართლი, ბოლნისი.
*არომატი: წითელი ხილი, მუხა.
*გემო: თხელი, ჰარმონიული.
*ფერი: მეწამული.
*წელი: 2020.
*ბოთლის ტიპი: შუშა.
*მოცულობა: 750 მლ.
ძმების მარანი - ბოვი 2020 გახლავთ წითელი მშრალი კასრის ღვინო, დამზადებული ქვემო ქართლში, ბოლნისში, ევროპული ტექნოლოგიით. მასში რქაწითელი დადუღებულია საფერავის ჭაჭაზე. გამოირჩევა წითელი კენკრის, ჟოლოს, მოცვისა და ალუბლის არომატებით, გემო კი რბილი, თხელი და ჰარმონიულია.
ძმების მარანი მცირე ოჯახური მეღვინეობაა ბოლნისიდან. ძმებმა - გურამმა და გიორგიმ - 2015 წელს გადაწყვიტეს ბოლნისში ქვევრებში ღვინის დაყენების ტრადიციის აღდგენა, 2016 წელს კი პირველად ჩამოასხეს ბოთლებში ღვინო. ისინი დღეს აწარმოებენ 5000 ბოთლ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ნატურალურ ღვინოს ადგილობრივი ჯიშის ყურძნებისაგან. ესენია რქაწითელი, საფერავი, თავკვერი, და ჩინური. ისინი არც ექსპერიმენტებს ერიდებიან და უკვე აქვთ პრო ექსპერიმენტული ღვინო - ესენია ბოვი და რატევანი. მას სშემდეგ, რაც ბოლნისი დარეგისტრირდა დაცული ადგილწარმშბის დასახელების ღვინოდ, მეტი ინტერესი გაჩნდა ბოლნისური მეღვინეობის მიმართ არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშოორისო ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი და ავსტრალია. ძმების მარნის ღვინოები საუკეთესო ღვინოებს შორის არის ექსპო ჯორჯიას საერთაშორის კონკურსზე. ოჯახი მევენახეობა-მეღვინეობას ეწევა 1900 წლიდან და მასში ოჯახის ყველა წევრია ჩართული.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.