უფასო მიწოდება
Bosch GWS 180-LI პროფესიონალური კუთხსახეხი გამოირჩევა ერგონომიულობითა და კომპაქტური დიზაინით - აქედან გამომდინარე, ნაკლებად ღლის ხელს მუშაობის პროცესში. აქვს მაქსიმალურად თხელი გადაცემათა კოლოფი, რათა სამუშაოს შესრულება ეფექტური იყოს ვიწრო და რთულად მისადგომ ადგილებშიც.
Bosch GSR 18V-50 პროფესიონალური ბურღი, სახრახნისის ფუნქციით მოსახერხებელი და პრაქტიკული დამხმარე იქნება სახლის საქმეებში. უსადენო დრელს აქვს სიჩქარის 2 დონე, რომელთა კონტროლიც შესაძლებელია კორპუსზე დატანილი მექანიკური რეგულატორიდან. ბურღს შეუძლია ხის და მეტალის გაბურღვა-ჩახრახვნა. ბურღვის მაქსიმალური სისქეებია: ხე - 35 მმ, მეტალი - 13 მმ.
ამას გარდა, ნაკრების კომპლექტაციაშია ბატარეა, ბატარეის დამტენი და ხელსაწყოების ჩასადები.