უფასო მიწოდება
გლუკოზამინ ქონდროიტინ მსმ-ის შემცველი სახსრების გამაძლიერებელი საშუალება კატებისა და ძაღლებისთვის.
შექმნილია სახსრების გასაჯანსაღებლად და გასაძლიერებლად, რათა კატებმა და ძაღლებმა შეძლონ სასურველი რაოდენობის აქტივობის განხორციელება.
GlucoCHOND გლუკოზამინი, ქონდროიტინის სულფატი და მსმ C და E ვიტამინის, ნიაცინის, ბიოტინის და მანგანუმის გარდა შეიცავენ ყველა საჭირო ვიტამინსა და მინერალს ძვლებისა და სახსრებისთვის. ეს პრეპარატები ამცირებს ტკივილს სახსრებსა და ხრტილოვან ქსოვილში, ასევე ზრდის მათ ელასტიურობას. ამდენად, აღნიშნული პრეპარატები ხელს უწყობს და ეხმარება მოძრაობაში იმ კატებსა და ძაღლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან. დამზადებულია ძვლებისა და სახსრების განსამტკიცებლად, რათა კატებმა და ძაღლებმა შეძლონ შეუზღუდავი რაოდენობის აქტივობის განხორციელება პრობლემების გარეშე.
გლუკოზამინი ნიჟარის ქიტინისგან მიღებული ამინოშაქარია, რომელიც ნატურალურ საკვებ დახმარებას წარმოადგენს სახსრების, ხრტილებისა და შემაერთებელი ქსოვილისთვის.
ქონდროიტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მყესების, კანის, ხრტილის, ლორწოვანი გარსის, შემაერთებელი ქსოვილისა და თვალებისთვის. გლუკოზამინისა და ქონდროიტინის ერთდროულად მიღება ზრდის მათი მოქმედების ეფექტურობას.
მსმ (მეთილსულფონილმეთანი) გოგირდორგანული ნაერთია ანტიოქსიდანტი და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ხრტილის სტრუქტურაში.
გლუკოზამინი HCL 333.333 მგ/კგ; ქონდროტინის სულფატი 133.333 მგ/კგ; მეთილ სულფონილ მეთანი (მსმ) 166.500 მგ/კგ.
BioPetActive შინაური ცხოველების ინდუსტრიაში 1998 წელს გამოჩნდა. დაარსების დღიდან კომპანია შინაური ცხოველების მფლობელების ყველა გამოწვევას აკმაყოფილებს. ბრენდი აწარმოებს: სამედიცინო და არასამედიცინო, საკვებ დანამატ და მოვლის პროდუქტებს.
BioPetActive მუდმივ განვითარებას განიცდის, რათა კიდევ უფრო გააფართოვოს მომხმარებლის რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით.