უფასო მიწოდება
ვიტამინის პასტა ლეკვებისათვის. საკვები პრემიქსი ვიტამინის, ლ-კარნიტინის, დიკალციუმ ფოსფატისა და მანან ოლიგო საქარიდების შემცველობით თქვენი ლეკვის ჯანსაღი განვითარებისთვის.
გააჩნია კარგად დაბალანსებული ვიტამინების კომპლექტი ლეკვისთვის.
L-კარნიტინი - ეხმარება თქვენს ლეკვს ჯანსაღი კუნთების გამომუშავებაში, ასევე ცხიმის დაწვაში. კარნიტინი მნიშვნელოვანი და ეფექტურია ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით, როცა ეს უკანასკნელი ხანგრძლივი პერიოდით გრძელდება. ზოგიერთი ჯიშის ძაღლში (ბოქსიორი, დობერმანი, კოკერ სპანიელი და ა.შ) გულის სერიოზული დაავადებები ხშირად სწორედ კარნიტინის ნაკლებობასთანაა კავშირში.
დიკალციუმის ფოსფატი -კალციუმი და ფოსფატი ძვლებისა და კბილების სტრუქტურის შემადგენლობაშია. ძაღლებს აქვთ კალციუმის ფოსფატის ოპტიმალური რაოდენობა, ამ ბალანსის დარღვევამ კი შესაძლოა გამოიწვიოს ჩონჩხთან დაკავშირებული გამოუსწორებელი პრობლემები, განსაკუთრებით კი მუცლად მყოფ ნაყოფში, რომელიც სწრაფად იზრდება.
მანან-ოლიგო საქარიდები (მოს) - ხელს უწყობს ნაწლავებში არსებული ბაქტერიების დაბალანსებას. ებრძვის ნაწლავებში მყოფ მავნე ბაქტერიებს. ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიების კუჭ-ნაწლავის ლორწოვან არეში გავრცელებას და ამით აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ვიტამინი A; ვიტამინი D3; Ca-D-პანტოტენატი; ნიაცინი; L-კარნიტინი; ვიტამინი B6; ვიტამინი B1; ვიტამინი B2; ფოლიუმის მჟავა; ბიოტინი; ვიტამინი B12; კალციუმის ფოსფატი; მანან ოლიგო საქარიდები (MOS).
BioPetActive შინაური ცხოველების ინდუსტრიაში 1998 წელს გამოჩნდა. დაარსების დღიდან კომპანია შინაური ცხოველების მფლობელების ყველა გამოწვევას აკმაყოფილებს. ბრენდი აწარმოებს: სამედიცინო და არასამედიცინო, საკვებ დანამატ და მოვლის პროდუქტებს.
BioPetActive მუდმივ განვითარებას განიცდის, რათა კიდევ უფრო გააფართოვოს მომხმარებლის რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით.