თბილისში მიწოდება 3 საათში
დანების ნაკრები
მასალა: უჟანგავი ფოლადი
რაოდენობა შეფუთვაში: 5
სერია: Boron
რეკომენდებულია ხელით რეცხვა
BergHOFF Boron-ის 5 ნაწილიანი მრავალფუნქციური დანების ნაკრები იდეალური და საჭირო დანამატია თქვენი სამზარეულოსთვის. თანამედროვე დიზაინი და სადა ვიზუალი შესანიშნავად მოერგება თქვენს ინტერიერს. დანები დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან. იდეალური არჩევანია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მზარეულებისთვის. რეკომენდებულია ხელით რეცხვა.
ნაკრებში შედის: ბოსტნეულის დანა (8.5 სმ), უნივერსალური დანა (13 სმ), საჭრელი დანა (19.5 სმ), შეფის დანა (19.5 სმ), სანტოკუს დანა (16 სმ) და დანების ხის ორგანაიზერი.
მასალა: დამზადებულია მაღალი ხარისხის, უჟანგავი ფოლადისგან, რაც ნაკრების ხანგრძლივ და უსაფრთხო გამოყენებას განაპირობებს.
დიზაინი: მომრგვალებული სახელურები პროდუქტს მოსახერხებელს ხდის გამოსაყენებლად, ხოლო თანამედროვე დიზაინი იდეალურად მოერგება თქვენს სამზარეულოს.
გამოყენება: სხვადასხვა დანიშნულების მრავალფუნქციური დანების ნაკრები ხორცის, პურის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტებისთვის.
BergHOFF – ბელგიური ბრენდია, რომელიც ქმნის ინოვაციურ და ხარისხიან სამზარეულოს პროდუქტებს. მის ასორტიმენტში ერთიანდება ქვაბები, ტაფები, დანები, სამზარეულოს აქსესუარები და ჭურჭელი, რომლებიც გამოირჩევა ფუნქციურობითა და დახვეწილი დიზაინით. ბრენდი მიზნად ისახავს სამზარეულოს ყოველდღიური საქმიანობის გაუმჯობესებას, რაც მზადების პროცესს უფრო კომფორტულსა და ეფექტურს ხდის.
BergHOFF განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვას. ბრენდი იყენებს მდგრად მასალებსა და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს. მისი უნიკალური დიზაინი და მაღალი ხარისხი აღიარებულია საერთაშორისო ჯილდოებით და გამოიყენება როგორც პროფესიონალ მზარეულთა მიერ, ასევე ყოველდღიური მოხმარებისთვის.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.