თბილისში მიწოდება 3 საათში
ქვაბი 2 თავსახურით
ნივთის ზომა: Ø24 სმ
მოცულობა: 5 ლ
მასალა: უჟანგავი ფოლადი, ალუმინი, მინა
რეკომენდებულია ჭურჭლის სარეცხ მანქანაშ რეცხვა
Arshia-ს დახვეწილი და გამძლე დიზაინით შექმნილი უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ქვაბი შესანიშნავი არჩევანია ყოველდღიური და პროფესიონალური გამოყენებისთვის. მისი დიამეტრი 24 სმ-ია, ხოლო მოცულობა 5 ლიტრი. ქვაბს მოყვება ორი სახის თავსახური: მინის, რომელიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ მომზადების პროცესი, და უჟანგავი ფოლადის, რომელიც უზრუნველყოფს სითბოსა და არომატის შენარჩუნებას. მათი სახელურები არ ცხელდება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გამოყენებას. ალუმინის ძირი უზრუნველყოფს სითბოს თანაბარ განაწილებას, რაც ხელს უწყობს საკვების თანაბარ მომზადებას. ქვაბი თავსებადია ყველა სახის ქურასთან, მათ შორის ინდუქციურთანაც, და შესაძლებელია მისი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
ალუმინის ძირი: უზრუნველყოფს სითბოს თანაბარ განაწილებას და საკვების თანაბარ მომზადებას.
დიზაინი: გამოირჩევა მოსახერხებელი და ელეგანტური დიზაინით, ხოლო ფენოლის სახელურები უზრუნველყოფს მოხერხებულ და უსაფრთხო მოჭიდებას მომზადებისას და ამცირებს დამწვრობის რისკს.
ორი თავსახური: შუშის თავსახური საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ მომზადების პროცესი, ხოლო უჟანგავი ფოლადის თავსახური უზრუნველყოფს მჭიდრო ჰერმეტულობას, სითბოსა და არომატების შენარჩნებას.
მულტიფუნქციური გამოყენება: იდეალურია სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად და შესაფერისია ყველა ტიპის ღუმელთან
Arshia საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული გერმანული ბრენდია, რომელიც 2000 წელს დაარსდა და უმოკლეს დროში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბრენდად იქცა. ბრენდის პროდუქცია აერთიანებს ევროპულ სტანდარტებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მომხმარებლისთვის მაქსიმალურ კომფორტს, რის გამოც მსოფლიო მასშტაბით სარგებლობს მზარეულების ნდობით.
Arshia წარმოდგენილია 59-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ბრენდის ქვაბები და ტაფები იქმნება მათთვის, ვინც აფასებს კომფორტს, გამძლეობასა და ჯანსაღ კვებას სამზარეულოში. თითოეული ნივთი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, არაწებოვანი და ტემპერატურისადმი მდგრადი მასალებისგან, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამოყენებას და ეფექტურ მომზადებას როგორც ყოველდღიურ, ისე პროფესიონალურ დონეზე.
Arshia-ს მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლის კმაყოფილება და დახვეწილი ცხოვრების სტილის ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, ბრენდი მუდმივად ისწრაფვის თითოეულ პროდუქტში ფუნქციურობის, დახვეწილი დიზაინისა და ინოვაციური მიდგომების ჰარმონიული შერწყმისკენ.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.