კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
არგონავტებიარგონავტები
არგონავტები

უფასო მიწოდება

20.90
არგონავტები
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

არგონავტები

ID: 9789941983771
არგონავტები  argonavTebiარგონავტები  argonavTebi

მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე

გამოცემის წელი: 2024

გვერდების რაოდენობა: 214

ISBN: 9789941308574

გამომცემლობა: პოლინომიალი

20.90

უფასო მიწოდება3 სთ-ში
ანოტაცია

„არგონავტები“ ერთი დიდი სიყვარულის ამბავს გვიყვება. რეალურ ამბავს, რომელიც თავად მეგი ნელსონს გადახდა თავს და რომლის შესახებაც ის პირველ პირში, პირადი პერსპექტივიდან მოგვითხრობს. თემები, რომლებსაც ეს ამბავი მოიცავს, თითქოს ჩვეულებრივია და ტრადიციულიც – სიყვარული, სექსი, ქორწინება, სხეული, ოჯახი, მშობიარობა, დედობა. მაგრამ ამ ფიქრიან და მშვენიერ წიგნში ეს ცნებები ფართოვდება, ირყევა, იცვლება და ინტენსიური, რადიკალური ემოციით იწყებს ფეთქვას.

სალომე ასათიანი

„სუბიექტი, რომელიც ამბობს „მიყვარხარ“, იმ არგონავტს ჰგავს, „რომელიც გემს განაახლებს, მაგრამ სახელს არ გამოუცვლის“. შეყვარებული ადამიანის მიერ წარმოთქმული „მიყვარხარ“ „არგოს“ ჰგავს, რომლის ნაწილებიც დროთა დინებაში გამოიცვლება, სახელი კი იგივე რჩება. ამ სიტყვის მნიშვნელობა ყოველი წარმოთქმისას, ყოველი კონკრეტული ვითარების თანახმად უნდა იცვლებოდეს, რადგან „თავად სიყვარულისა და ენის დანიშნულება ისაა, რომ ერთსა და იმავე ფრაზას მუდამ ახალი შინაარსი შესძინოს.“

.

მეგი ნელსონი

ამერიკელი მწერალი და პოეტი მეგი ნელსონი 1973 წელს კალიფორნიაში დაიბადა. ასწავლიდა ლიტერატურასა და შემოქმედებით წერას. ამჟამად პროფესორია სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და ფელოუშიპი, მათ შორის 2016 წელს მაკართურის სახელობის ე.წ. “გენიოსის გრანტი”.
ნელსონი არამხატვრული ლიტერატურის ახალ ფორმას აყალიბებს და ჩვენს დროში აქტუალურ თემებს ყოველდღიური პირადი გამოცდილებით ნაკარნახევ სიუჟეტებში ასახავს. ის მკითხველს იწვევს, რათა ერთად მიჰყვნენ იმ აზრთა მდინარებას, რითაც პირად და, ერთგვარად, უნიკალურ გამოწვევებთან გამკლავებას ცდილობს. ამისთვის უხვად იშველიებს ფემინისტურ და ქვიარ თეორიებს, კულტურისა და ხელოვნების კრიტიკას, ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიას. ნაწარმოებებში ავტორი სკეპტიციზმით აკვირდება ტრუიზმებსა და იდეოლოგიებს და საკუთარ თავსაც მუდმივად აიძულებს განსხვავებული პერსპექტივების გააზრებას.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი მეგი ნელსონი
  • გამომცემლობა პოლინომიალი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 214
  • ფორმატი 130 x 195 მმ
  • ყდა მაგარი
  • გამოცემის წელი 2024
  • ორიგინალის ენა ინგლისური
  • ავტორის წარმომავლობა ამერიკის შეერთბული შტატები
  • მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.