უფასო მიწოდება
Ardesto
ბამბუკის ლანგარი
ნივთის ზომა: 30 x 30 x 5 სმ
მასალა: ბამბუკი
სერია: Midori
არ არის რეკომენდებული ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვა
Ardesto, Midori-ის ბამბუკის პრაქტიკული, მინიმალისტური დიზაინის ლანგარი, გამოირჩევა ერგონომიული დიზაინით. ლანგარი შეგიძლიათ სხვადასხვა დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ, როგორც სერვირებისთვის, ასევე სახლის დეკორის ფუნქციით და აქსესუარების მოსათავსებლად. ბამბუკი არის გამძლე, მსუბუქი, ეკოლოგიურად ჯანსაღი ანტიბაქტერიული მასალა, რომლის გამოყენება თავისუფლად არის შესაძლებელი სამზარეულოში. ირეცხება მარტივად.
მაღალი ხარისხის მასალა: დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე ბამბუკის მასალისგან, რომელიც ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა
პრაქტიკული გამოყენება: პროდუქტი პრაქტიკულობით გამოირჩევა. მისი მრავალფუნქციურობა და დიზაინის სიმარტივე კომფორტს ქმნის და უზრუნველყოფს სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებას
მარტივი გასაწმენდი: რეკომენდებულია ხელით რეცხვა, რათა ბამბუკის მასალამ დიდხანს შეინარჩუნოს სილამაზე და სიმტკიცე.
Ardesto არის საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კონდიცირების მოწყობილობების, ჭურჭლისა და სახლის აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც პროდუქტებს მომხმარებლის კომფორტისთვის ქმნის. Ardesto-ს საწარმოო ობიექტები განლაგებულია ევროპაში, თურქეთში, ჩინეთში და ბრენდის რეგისტრაციის ქვეყანაში - უკრაინაში.
2019 წლიდან Ardesto ბრენდი წარმოდგენილია საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში. კომპანია იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებს საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და აქსესუარების წარმოებისთვის. Ardesto აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს და მისი ყველა პროდუქტი წარმოების ყველა ეტაპზე გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს. Ardesto ქმნის პროდუქტს, რომელიც თქვენთან ერთად იქნება მრავალი წლის განმავლობაში!
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.