უფასო მიწოდება
Apple MacBook M2 Pro აღჭურვილია სპეციალურად MacBook-ისთვის შექმნილი, Apple ის უძლიერესი, 10 ბირთვიანი ენერგოეფექტური M2 Pro პროცესორით. M2 Pro ახალი თაობის პროცესორი მილიარდობით ტრანზისტორს იტევს და აერთიანებს ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებს. Apple M2 ჩიპი საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად გამოიყენოთ Mac-ის უნიკალური ტექნოლოგიები, უზრუნველყოფს დაუჯერებელ პროდუქტიულობასა და უპრეცედენტო ენერგოეფექტიანობას.
გასაოცარი სიჩქარისა და წარმადობის წყალობით MacBook Air M2 Pro მარტივად უმკლავდება ყველაზე ინტენსიურ ამოცანებს, მოწინავე დისპლეი, ექსტრემალური დინამიკური დიაპაზონით, შესანიშნავი კონტრასტულობით და რეალისტური ფერებით – ყველაფერი, რაც შემოქმედებისთვის გჭირდება, სადაც არ უნდა წახვიდე.
მკაფიო გამოსახულება და სუფთა ხმა ყველგან, უკეთესი ფოტოები და ვიდეოები დაბალი განათების პირობებში, მინიმალური ფონური ხმაური და კინემატოგრაფიული ჟღერადობა.
რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას, macOS Ventura შექმნილია Apple M2 Pro ჩიპის პოტენციალის მაქსიმუმის გამოსავლენად. M2 Pro ჩიპი და macOS Ventura ერთად მუშაობენ და უზრუნველყოფენ ლეპტოპის სწრაფ რეაგირებას. MacBook M2 Pro მომენტალურად რეაგირებს მოქმედებებზე, ნაკლებ დროს ხარჯავს ყოველდღიურ ამოცანებზე, ყველაზე მძლავრი აპლიკაციებისთვისაც კი რესურსი ყოველთვის საკმარისია. ელემენტი, რომელიც მთელ დღეს მუშაობს დატენვის გარეშე, ბრწყინვალე Liquid Retina XDR დისპლეი და ყველა საჭირო პორტი — ეს არის პროფესიონალური ნოუთბუქი, რომელსაც ელოდი.
ბეჭდე კომფორტულ და ჩუმ კლავიატურაზე სრული ზომის ფუნქციური ღილაკების ველით და Touch ID-ით, რომელიც საშუალებას გაძლევს უფრო უსაფრთხოდ მოხსნა ბლოკი Mac‑ს და გაიარო ავტორიზაცია აპლიკაციებში თუ ვებგვერდებზე.