უფასო მიწოდება
16 ბირთვიანი NPU, რომელსაც წამში 11 ტრილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია
Liquid Retina display მაქსიმალურად ცოცხალი და ნათელი ფერების, ბუნებრივი სილამაზის გადმოსაცემად
Apple MacBook Air M2 აღჭურვილია სპეციალურად MacBook ისთვის შექმნილი, Apple ის უძლიერესი, 8 ბირთვიანი ენერგოეფექტური M2 პროცესორით. M2 ახალი თაობის პროცესორი მილიარდობით ტრანზისტორს იტევს და აერთიანებს ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებს, Neural Engine სისტემას, I/O კონტროლერებს და მრავალ სხვა მნიშვნელოვან კომპონენტს. Apple M2 ჩიპი საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად გამოიყენოთ Mac ის უნიკალური ტექნოლოგიები, უზრუნველყოფს დაუჯერებელ პროდუქტიულობასა და უპრეცედენტო ენერგოეფექტიანობას.
გასაოცარი სიჩქარისა და წარმადობის წყალობით MacBook Air M2 მარტივად უმკლავდება ყველაზე ინტენსიურ ამოცანებს, მაგალითად, ფოტოების რედაქტირებას პროფესიონალურ დონეზე და რთული გრაფიკის თამაშებს. M2 ჩიპის 8 ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი არა მარტო 3.5x მდე უფრო სწრაფია, ვიდრე წინა თაობის პროცესორები, არამედ რაციონალურადაც ანაწილებს ამოცანებს წარმადობისა და ეფექტიანობის ბირთვებზე. ეფექტიანობის ბირთვები მარტივად უმკლავდება ყოველდღიურ საქმეებს და ამასთან, ათჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. M1 პროცესორთან შედარებით, M2 1.4x უფრო სწრაფ ვიდეო ედითინგის პერფორმანსს გვთავაზობს.
16 ბირთვიანი NPU წყალობით, MacBook Air M2 ზე აპლიკაციებს მანქანური სწავლების გამოყენება შეუძლიათ ფოტოების ავტომატური კორექციისათვის პროფესიონალურ დონეზე ან ჭკვიანი ინსტრუმენტებისა და აუდიოფილტრების უფრო ზუსტი გამოყენებისათვის.
რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას, macOS Monterey შექმნილია Apple M2 ჩიპის პოტენციალის მაქსიმუმის გამოსავლენად - უზრუნველყოფს მნიშვნელოვნად განახლებულ აპლიკაციებს, მონაცემთა დაცვის ახალი წამყვანი ფუნქციების დამატებასა და შესანიშნავ დიზაინს. M2 ჩიპი და macOS Monterey ერთად მუშაობენ და უზრუნველყოფენ ლეპტოპის სწრაფ რეაგირებას. MacBook Air M2 მომენტალურად რეაგირებს მოქმედებებზე, ნაკლებ დროს ხარჯავს ყოველდღიურ ამოცანებზე - ფოტოები და გვერდები Safari-ში მყისიერად იტვირთება. ყველაზე მძლავრი აპლიკაციებისთვისაც კი რესურსი ყოველთვის საკმარისია. წვდომა გექნებათ აპლიკაციების ყველაზე დიდ კოლექციაზე Mac ის ისტორიაში. Apple M2 ჩიპი და macOS Monterey უზრუნველყოფენ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის მოწინავე ფუნქციების მუშაობას MacBook Air M2 ზე და აუმჯობესებენ სისტემური თუ პირადი მონაცემების დაცვის ხარისხს.
13.6'' Liquid Retina დისფლეიზე 2560 x 1664 გაფართოებით გამოსახულება უფრო დეტალური და რეალისტურია. ტექსტი კიდევ უფრო მკაფიო გახდა, ხოლო ფერები - უფრო მკვეთრი და ცოცხალი. პიქსელების სიმჭიდროვე და True Tone ტექნოლოგია ქმნის კომფორტსა და სიამოვნებას თვალებისთვის. MacBook Air M2 ავტომატურად არეგულირებს თეთრი ფერისა და გარემომცველი განათების ბალანსს, რომ გამოსახულება ეკრანზე უფრო ბუნებრივი იყოს.
Magic Keyboard - ამ კლავიატურაზე ბეჭდვა ბევრად მარტივი და სასიამოვნოა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - მისი ახალი შესაძლებლობები ნამდვილი საოცრებაა. ღილაკების წინასწარ დაპროგრამებული კომბინაციები უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას სასარგებლო ფუნქციებზე. შეცვალეთ კლავიატურის ენა, აირჩიეთ შესაფერისი ემოჯი, იპოვეთ დოკუმენტები Spotlight ის გამოყენებით - ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი შეხებით. ღილაკების განათება და გარეგანათების სენსორი დაგეხმარებათ ბეჭდოთ უპრობლემოდ სიბნელეშიც კი.
Apple MacBook Air ის დასაბლოკად ან ბლოკის მოსახსნელად მხოლოდ ერთი შეხებაა საჭირო. გამოიყენეთ თითის ანაბეჭდით ბლოკის მოსახსნელად, აპლიკაციების შესაძენად და დაცულ კონტენტზე წვდომის მისაღებად : მაგალითად, დოკუმენტების გასახსნელად ან მოწყობილობის პარამეტრებში შესასვლელად. პაროლის შეყვანა არ დაგჭირდებათ. თქვენი გადახდის დეტალები და მისამართი, ბარათის მონაცემების კონფიდენციალურობა კი მაქსიმალურად დაცულია.