უფასო მიწოდება
Apple iPad Mini 8.3'' პლანშეტი აღჭურვილია 6 ბირთვიანი ენერგოეფექტური Apple A15 Bionic პროცესორით, რომელიც უზრუნველყობს მაღალ წარმადობას და პლანშეტის შეუფერხებელ მუშაობას მთელი დღის მანძილზე. iPad-ს აქვს 8.3" თხელი და ნათელი IPS LCD ეკრანი 2266 x 1488 გაფართოებით, რაც განაპირობებს მაღალ გარჩევადობას, გამოსახულების განუმეორებელ დეტალიზაციას და რეალისტურობას. პლანშეტს აქვს Apple 5-core GPU გრაფიკული პროცესორი სწრაფი ინტეგრირებული გრაფიკისთვის. ეკრანს მაღალ ხარისხის გამოსახულება აქვს ხედვის ყველა კუთხიდან და ფერების კონტრასტი შესანიშნავად აისახება.
Apple iPad Mini 8.3''-ს აქვს 12MP კამერა, რომელიც იღებს მკაფიო ფოტოებს და 3840x2160 ვიდეოს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მისი წინა, 12 მეგაპიქსელიანი კამერა ასევე იღებს შესანიშნავი ხარისხის სელფებს.
iPad-ის 19.3 Wh Li-Po ბატარეა გთავაზობთ 10 საათამდე მუშაობის შესაძლებლობას. პლანშეტს აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი, სტერეო დინამიკები, აქსელერომეტრი, ბარომეტრი და გიროსკოპი. ასევე აქვს Wi-Fi 6-ისა და 4G LTE-ის მხარდაჭერა უსწრაფესი ჩამოტვირთვისა და მაღალი ხარისხის სტრიმინგისათვის.
Apple iPad Mini პლანშეტს აქვს დახვეწილი, თხელი და თანამედროვე დიზაინი.