უფასო მიწოდება
ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
Apple AirPods Pro (2nd Gen) გთავაზობს განსაცვიფრებელ ჟღერადობას და მკვეთრ, ძლიერ ბასებს. Personalized Spatial Audio სისტემის წყალობით სრულიად მოცულობითი ხმა 360°-ით გესმის და მისი ნაწილი ხდები.
ყურსასმენებს ჩაშენებული აქვს მიკროფონი, რომელიც ახშობს, როგორც გარედან, ისე შიგნიდან შემომავალ ხმას. ხმაურის აქტიური ჩახშობის რეჟიმით შეგიძლიად მთლიანად კონცენტრირდე მუსიკაზე, სამსახურის ზარზე თუ მეგობრებთან საუბარზე, ხოლო გამჭირვალობის რეჟიმით, (Adaptive Transparency) სურვილის შემთხვევაში, გარემომცველი სივრცის ნაწილობრივი ხმაც მოისმინო. ორივე რეჟიმის ჩართვა-გამორთვა მარტივად შეგიძლია Airpods-ში ჩაშენებული სენსორებით. სენსორებზე ერთი ხელის შეხებით ასევე შეძლებ: მუსიკის ან ზარის დაწყება-დასრულებას, გადართვას ან დაპაუზება-გაგრძელებას. ეს ყველაფერი შეგიძლია ხმოვანი ასისტენტის დახმარებითაც გააკეთო, რადგან წვდომა მუდმივად გაქვს.
Bluetooth 5.3 კავშირი სწრაფი, მომენტალური და სტაბილურია. ქეისის გახსნის მომენტიდან, ერთი შეხებით, უკავშირდება ყურსასმენები სმარტფონს და მარტივი სამართვია. დამტენ ქეისთან ერთად ყურსასმენები 30 საათის განმავლობაში სრული დატვირთვით იმუშავებს. (ყურსასმენები 6 საათამდე, ქეისთან ერთად დამატებით 24 საათი).
მინიჭებული აქვს IPX4 წყალგაუმტარობის სერთიფიკატი - არ ატარებს ნებისმიერი მიმართულებიდან შესხმულ წყალს. მოყვება განსხვავებული ზომის სილიკონისგან დამზადებული ყურსასმენის საცმები, რომელიც მარტივად და კომფორტულად ერგება ყურს.