თბილისში მიწოდება 3 საათში
Spritz არის კოქტეილის ფორმა, რომლის წარმოშობაც თარიღდება მე-19 საუკუნით. როდესაც ავსტრია-უნგრელმა ჯარისკაცებმა პირველად გასინჯეს იტალიური ღვინოები, ისინი მათთვის საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ცოტ-ცოტა წყალში გაეზავებინათ და გემო შეემსუბუქებინათ. უშუალოდ Aperol Spritz კომპანია Campari-ის მიერ არის შექმნილი. მან მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კოქტეილია მსოფლიო მასშტაბით.
სახლის პირობებში იდეალური აპეროლ შპრიტზის მომზადებისთვის შემდეგ ნაბიჯებს უნდა მიჰყვეთ:
კოქტეილი 3-2-1 პრინციპით მზადდება - სასმლის 3/6 ნაწილს უნდა შეადგენდეს აპეროლი, 2/6 ნაწილს - ცქრიალა ღვინო, 1/6-ს კი - მატონიზირებელი წყალი. საბოლოოდ დაამატეთ ფორთოხლის ერთი ნაჭერი და შეურიეთ.
Aperol Aperitivo-ს აქვს ფორთოხლის კანის არომატი ვანილის ნიუანსებით, ტკბილ-მწარე გემო ოდნავი მცენარეული სიმწარით. მწიფე ფორთოხლისა და რევანდის იდეალურ ბალანსს ფინიშისკენ ხის გემო ასრულებს. მას მიირთმევენ ტრადიციულ აპეტაიზერებთან ერთად, როგორებიცაა პატარა სენდვიჩები, ზეთისხილი, ყველი და სხვა. სასმელს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.
Martini Prosecco დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ყურძნის ჯიშებისგან, რომელიც ხელით იკრიფება და ირჩევა. ვენეციასა და დოლომიტების მთებში არსებულმა ვენახებმა წარმოშვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განთქმული ცქრიალა ღვინო პროსეკო. ბოლო წლებში იტალიურ იერარქიაში ამ ღვინის სტატუსი საგრძნობლად ამაღლდა და გაიზარდა იმიტაციების შექმნისგან დაცვის ხარისხიც, Prosecco კი გახდა მისი წარმოების რეგიონის აღნიშვნა. სასმლის გემო და არომატი სავსეა მშრალი გრეიფრუტის, მწვანე ვაშლის, ატმის პიკანტური ნოტებით.
Aperol-სა და Martini-ს ცქრიალა ღვინოს საჩუქრად მოყვება ნაბეღლავი, ბუნებრივი ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სუფრის წყალი. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე და სახელიც ადგილწარმოშობის შესაბამისად ეწოდა. სასიამოვნო გემოს გარდა ყურადღებას იმსახურებს უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების გამო. ამასთან, მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ”ნაბეღლავის” სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.