თბილისში მიწოდება 3 საათში
გაუღე გული მადლიერებას, შეცვალე შენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
მადლიერება შენკენ მომავალი სასწაულების მაგნიტია !
ანარეკლის "მადლიერების დღიური" დაგეხმარება ყოველდღიურად ფოკუსირდე მნიშვნელოვან და მცირე დადებით მომენტებზე. დამტკიცებულია, რომ მადლიერების პრაქტიკით წვრთნი საკუთარ გონებას, შეამჩნიოს და აღიქვას შენს ცხოვრებაში უკვე არსებული პოზიტიური მოვლენები, რასაც მოაქვს სიხარულის გააზრებული შეგრძნება, სიმშვიდე, ოპტიმიზმი და რაც მთავარია, გეხმარება შექმნა ისეთი მომავალი, როგორიც გსურს .
დღიური მოიცავს
დღის და ღამის მადლიერების პრაქტიკებს
შთამაგონებელ და მამოტივირებელ გამონათქვამებს
მადლიერების სავარჯიშოებს, მედიტაციებს, გასაფერადებელ მანდალებს
არ არის დათარიღებული, შეავსეთ საკუთარი სურვილისამებრ
"ანარეკლი" - ილუსტრირებული ფოტო-დღიურების ბრენდი სულ 1 წლის წინ დაარსდა. ბრენდის მიზანია შექმნას დღიურები, რომელთა დახმარებით მომხმარებლებს გაუადვილდებათ აღბეჭდონ ყველაზე ძვირფასი მომენტები მაღალი ხარისხის, თერმო კინძვით დამზადებულ დღიურებში, რომლებიც გაუძლებენ დროს და შეუნახავენ მოგონებებს შემდეგ თაობებს. ჩვენი მიზანია დროთა განმავლობაში "ანარეკლი" განვითარდეს ისე, რომ ტექნოლოგიებით გაჯერებულ სამყაროში, ყველა ასაკის ადამიანს მივცეთ საშუალება შეარჩიოს მისთვის სასურველი თემატიკის დღიური, განიცადოს ფურცელთან ურთიერთობის სიამოვნება და თერაპია.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.