თბილისში მიწოდება 3 საათში
ანარეკლის ილუსტრირებული საბავშვო ფოტო-დღიური -“პირველი წლები”, მოიცავს ყველა მნიშვნელოვან და სენტიმენტალურ მომენტს ბავშვისა და ოჯახის ცხოვრებიდან 0 დან 6 წლამდე პერიოდში.
ფოტო-დღიურში დაგხვდებათ გამზადებული მინიშნებები, რაც გაგიადვილებთ ალბომის შევსების პროცესს.
ბავშვის ფოტო-დღიური მოთავსებულია სპეციალურ ჩასადებში, რაც იდეალურს ხდის სასაჩუქრედ და თან, იცავს მას დაზიანებისგან.
“პირველი წლები” შეინახავს ოჯახის განსაკუთრებულ მოგონებებს, რომელიც გადაეცემა თაობებს. იწყება მშობლების ისტორიითა და ოჯახის ხით , რაც საშუალებას გაძლევთ მოუყვეთ პატარას თქვენი ოჯახის ისტორიის შესახებ.
ფოტო-დღიურში დაგხვდებათ :
• ილუსტრირებული გვერდები
• 0 დან 11 თვემდე ყველა თვე
• 1-6 წლამდე ყველა იუბილე
• ოჯახის ხე
• პირველი ნაბიჯები, კბილები, ღიმილი, სიტყვები, , დღესასწაულები, კითხვარები და სხვა
ალბომი იდეალური საჩუქარია :
✨ახალშობილისთვის
✨იუბილეზე
✨ნათლობაზე
"ანარეკლი" - ილუსტრირებული ფოტო-დღიურების ბრენდი სულ 1 წლის წინ დაარსდა. ბრენდის მიზანია შექმნას დღიურები, რომელთა დახმარებით მომხმარებლებს გაუადვილდებათ აღბეჭდონ ყველაზე ძვირფასი მომენტები მაღალი ხარისხის, თერმო კინძვით დამზადებულ დღიურებში, რომლებიც გაუძლებენ დროს და შეუნახავენ მოგონებებს შემდეგ თაობებს. ჩვენი მიზანია დროთა განმავლობაში "ანარეკლი" განვითარდეს ისე, რომ ტექნოლოგიებით გაჯერებულ სამყაროში, ყველა ასაკის ადამიანს მივცეთ საშუალება შეარჩიოს მისთვის სასურველი თემატიკის დღიური, განიცადოს ფურცელთან ურთიერთობის სიამოვნება და თერაპია.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.