უფასო მიწოდება
Amvilab ლაქსამვი, 30 კაფსულა
წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისაგან
აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშობას
გააჩნია კუჭნაწლავის ლორწოვანის რეგენერაციის უნარი & აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას
30 კაფსულა
ლაქსამვი არის ორგანიზმის გამწმენდი უნიკალური ფორმულა, რომელიც შეიცავს არამარტო ეფექტურ მცენარეულ საფაღარათო საშუალებებს, არამედ პრობიოტიკ Lactobacillus Acidophilus, რომელიც აღადგენს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ ბალანსს. აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ახდენს ნაწლავის პერისტალტიკის ნორმალიზაციას და უზრუნველყოფს რეგულარულ დეფეკაციას, ამცირებს მეტეორიზმის მოვლენებს. ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისაგან, ახდენს ჭარბი წონის კორექციას.
სინამაქის ფოთლების ექსტრაქტი ავლენს საფაღარათო მოქმედებას, იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით-მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას და მისი ნორმალური მუშაობის რითმის აღდგენას.
კასკარა საგრადა (ამერიკული ხეჭრელა) აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, უზრუნველყოფს რბილ და რეგულარულ დეფეკაციას. გააჩნია ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლმდენი აქტივობა. ხელს უწყობს საკვები ნივთიერებებისა და მინერალების ბალანსის აღდგენას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხეჭრელას შემადგენლობაში არსებულ საპონინებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული აქტივობა. მოქმედებენ ნაწლავის ლორწოვან გარსზე, ისინი წარმოქმნიან დამცავ აპკს, ამსუბუქებენ ტკივილის შეგრძნებას და ხელს უშლიან ანთების კერების განვითარებას. თრგუნავენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების აქტივობას და თავიდან გვაცილებენ ნაწლავში დუღილისა და ლპობის პროცესების წარმოქმნას.
ფსილიუმის ბოჭკოებს რომელიც მიიღება მრავალძარღვას თესლისგან, ახასიათებს საფაღარათო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს ყაბზობის რისკს.
ფსილიუმი ანელებს ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავებას. მისი მიღებისას მცირდება ინსულინის სეკრეცია, რადგან გლუკოზა უფრო ნელა აღწევს სისხლში, შედეგად არ ხდება ზედმეტი წონის დაგროვება და უმჯობესდება წონაში კლების პროცესი, ამავე დროს ამცირებს შიმშილის გრძნობას. ფსილიუმი წარმოადგენს ძლიერ ენტეროსორბენტს, რომელსაც გამოჰყავს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები. აგრეთვე გააჩნია კუჭნაწლავის ლორწოვანის რეგენერაციის უნარი და აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.
სელის თესლი წარმოადგენს მდიდარ ანტიოქსიდანტურ წყაროს, შეიცავს A, B, C, E , ომეგა 3-ს, ვიტამინებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს და კალიუმს. სელის თესლი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების და სხვა შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას, რაც დადებით გავლენას ახდენს წონის რეგულაციაზე.
ბოჭკო წყალს შეიწოვს, რის შედეგადაც განავლოვანი მასების მოცულობა იზრდება და ნაწლავთა მოქმედებაც უმჯობესდება.
ალოე ვერა აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშობას. აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს. აქვს ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აწესრიგებს ნაწლავურ მიკროფლორას. ალოეში შემავალი ანტრაქინონური გლიკოზიდი ალოინი განაპირობებს მის საფაღარათო მოქმედებას. ორგანიზმში ამ გლიკოზიდის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ემოდინი აღიზიანებს რა ნაწლავური ტრაქტის რეცეპტორებს (უმეტესწილად მსხვილ ნაწლავში), იწვევს საფაღარათო ეფექტს.
Lactobacillus acidophilus - რძის მჟავა ბაქტერიები არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას, თრგუნავს დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს.
ძირტკბილას ფესვებში უხვად არის საპონინი, რამდენიმე სახის ფლავონოიდი, სახამებელი, ლორწოვანი ნივთიერება, ასკორბინის მჟავა. ფლავანოიდების შემცველობის გამო ძირტკბილა ავლენს სპაზმოლიზურ, ანთებისაწინააღმდეგო ეფექტს. ძირტკბილას აქვს საფაღარათო და ანტიჰემოროიდული, მსუბუქი შარდმდენი თვისება.
დანიშვნის ჩვენება:
ყაბზობა.
სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი.
წონის კორექცია.
დისბაქტერიოზის პრევენცია.
ქირურგიული ოპერაციისათვის, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევებისათვის მომზადება.
სინამაქის ფოთოლი | 285 მგ. | კასკარა საგრადა | 300 მგ. |
მრავალძარღვა | 300 მგ. | სელის თესლის ფხვნილი | 100 მგ. |
ალოე ვერა | 80 მგ. | Lactobacillus Acidophilus | 50 მგ. |
ძირტკბილა | 50 მგ. | საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები | 14 მგ. |
მიიღება 2 კაფსულა საღამოს 200 მლ წყალთან ერთად.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.