უფასო მიწოდება
Amvilab თუთია 50 მგ, 90 ტაბლეტი
მონაწილეობს ორგანიზმში მინდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესებში
მნიშვნელოვანი მიკროელემენტია იმუნური, ნერვული, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული & ბაქტერიული ინფექციებისადმი
90 ტაბლეტი
თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მინდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში: უჯრედების დაყოფა, აღდგენა და დაცვა, მნიშვნელოვანია ჰორმონების წარმოქმნაში, მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, ფერმენტების, ჰემოგლობინის, ინსულინის, დნმ-ის, რნმ-ის სინთეზში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია იმუნური, ნერვული, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
თუთია ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი. თუთია უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის, უზრუნველყოფს მაკროფაგების, T და B ლიმფოციტების აქტივობას. კვლევებით დადასტურებულია, რომ თუთიის მიღება ამაღლებს იმუნიტეტს ვირუსული ინფექციების მიმართ, რადგან მისი უჯრედშიდა კონცენტრაცია ამცირებს ვირუსის რეპლიკაციას (აფერხებს ვირუსის გამრავლებას მასპინძელ ორგანიზმში), გარდა ამისა ამცირებს დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობას და კლინიკური ნიშნების გამოვლინებას.
თუთია მონაწილეობს კანის, თმის, ფრჩხილის, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა-გაჯანსაღებაში. ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის სინთეზს, უჯრედების ჰიდრატაციას და რეგენერაციას. ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, ანელებს დაბერების პროცესს. ეფექტურია აკნეს, გამონაყარის, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
თუთია აუცილებელია ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იგი შედის გონადოტროფული ჰორმონების შემადგენლობაში, ასტიმულირებს ქალისა და მამაქაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, მონაწილეობს ესტროგენების, პროგესტერონის სინთეზში. მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ტესტოსტერონის სეკრეციის აღდგენაში. აუცილებელი მიკროელემენტია სპერმატოზოიდების წარმოქმნის, მომწიფებისა და აქტივაციისთვის, პროსტატის ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მისი ნაკლებობა ორსულობის დროს ზრდის თვითნებური აბორტის, ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკს, ხოლო მამაკაცებში თუთიის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია უნაყოფობასთან.
თუთია ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას და იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან.
თუთია მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობის და მხედველობისთვის, აძლიერებს მხედველობის სიმახვილეს, აუმჯობესებს ბადურის ტროფიკას და მნიშვნელოვნად აფერხებს ასაკობრივი დეგენერაციის განვითარებას, ხელს უწყობს მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინების ათვისებას. იცავს ბადურას და თვალს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან.
თუთია აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, იცავს ტვინის უჯრედებს მავნე ზემოქმედებისგან, ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას, აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას, მეხსიერებისა და აზროვნების ფუნქციებს, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.
თუთია მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის ინსულინის სინთეზში. თუთიის მიღება ამცირებს შაქრის დონეს სისხლში და დიაბეტის გართულებების რისკს.
კვლევებით დადგენილია, რომ თუთიის მიღება 17-20%-ით ამცირებს კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს.
თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება და მისი მიღება აუცილებელია საკვების ან საკვები დანამატის სახით, მასზე მოთხოვნილება განსაკუთრებით იზრდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მოზარდებსა და ვეგეტარიანელებში.
თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია ორგანიზმში მისი არასაკმარისი მიღებით (არაბალანსირებული, არასწორი კვება), ასევე ნაწლავებიდან თუთიის შეწოვის დარღვევებით (კუჭ-ნაწლავის დაავადებები) და მისი ჭარბი გამოყოფით (ალკოჰოლიზმი, დიარეა, საფაღარათო საშუალებები, თიაზიდური შარდმდენები და სხვა მედიკამენტების მიღება).
თუთიის დეფიციტის ნიშნებია: ზრდაში ჩამორჩენა, ყნოსვისა და მადის დაქვეითება, ხშირი სტომატიტი, იმუნიტეტის დაქვეითება, გუნება-განწყობილების გაუარესება, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, აკნე, გამონაყარი, ჭრილობების შეხორცების შენელება, ქათმის სიბრმავე და სხ.
დანიშვნის ჩვენება:
თუთიის დეფიციტი;
იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსურ თერაპიაში);
ორგანიზმის საერთო გადაღლა, დაცვა სეზონური ინფექციებისგან, ხშირი ავადობა;
ასთენიური სინდრომი;
აღდგენითი პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდეგ;
მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა;
არაბალანსირებული, არასრულფასოვანი კვება;
თმის ცვენა (დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია), ატოპიური დერმატიტი, გამონაყარი კანზე, აკნე, ფსორიაზი, სებორეა, თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (მტვრევადობა, აშრევება);
მხედველობის დაქვეითება, რეტინოპათია, ქათმის სიბრმავე, კატარაქტა;
მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების ჭარბი რაოდენობით დანაკარგი (ქრონიკული დიარეა);
ვილსონის დაავადება;
მალაბსორბციის სინდრომი;
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის და ნიკოტინური დამოკიდებულების დროს კომპლექსურ თერაპიაში;
ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დაავადებები (პროსტატის ადენომა, პროსტატიტი, იმპოტენცია, უნაყოფობა, სპერმატოგენეზის დარღვევა);
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ინსულინრეზისტენტობა;
საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, ართრიტი, ოასტეართროზი, მოტეხილობები, ჭრილობები);
რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი.
თუთია (ოქსიდი/ციტრატი) | 50 მგ. |
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 1- ჯერ კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.