თბილისში მიწოდება 3 საათში
Amvilab დეტოქს ფორმულა, 60 კაფსულა
წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან & შლაკბისგან
ანტიპარაზიტული, ანტიბაქტერიული & სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება
აქრობს ანთებით პროცესებს ნაწლავებში, ხსნის მუცლის ტკივილს & სპაზმს
აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას
60 კაფსულა
ამვილაბის დეტოქს ფორმულა წარმოადგენს კომბინირებული მოქმედების მცენარეულ კომპლექსს, რომელიც წმენდს ორგანიზმს პარაზიტების და მავნე მიკროორგანიზმებისგან. მასში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ანტიჰელმინთური, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და პრებიოტიკური თვისებები. პარაზიტების დაშლის შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით ტოქსინები, რომელთა ღვიძლში განეიტრალების პროცესს ახდენს ამვილაბის დეტოქს ფორმულა. აღნიშნული ფიტოკომპლექსი უზრუნველყოფს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას მავნე პარაზიტების და მიკროორგანიზმებისგან, ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას.
გოგრის თესლის ექსტრაქტი - ნაწლავის პარაზიტებთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა, მას აქვს გამოხატული ანტიჰელმინთური, დეტოქსიკაციური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.
შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი - ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრას და შარდის ბუშტში, ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიას უროეპითელურ უჯრედებზე, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული (განსაკუთრებით E.coli-ის მიმართ) და ანტიოქსიდანტური მოქმედება. შტოშის ექსტრაქტი ამცირებს სხვადასხვა ინფექციების და ცისტიტის განვითარების რისკს.
ნივრის ბოლქვის ექსტრაქტი - აქვს ანტიპარაზიტული, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, უზრუნველყოფს ნაწლავის ნორმალური ფლორის შენარჩუნებას. ნივრის ექსტრაქტი ანტიოქსიდანტური მოქმედების შედეგად იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
შავი კაკლის თესლის ფხვნილი - ხასიათდება სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტული, იმუნომასტიმულირებელი თვისებებით.
ვაშლის პექტინი - შეიცავს ხსნად ბოჭკოებს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას და აქვს გამოხატული დეტოქსიკაციური თვისებები.
პაპაიას ხილის ექსტრაქტი - შეიცავს ფერმენტ პაპაინს, რომელიც მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში. ჭიანჭველას ხის ქერქის ექსტრაქტი - გამოირჩევა სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით.
აბზინდას ექსტრაქტი - აქვს გამოხატული ანტიჰელმინთური მოქმედება, განსაკუთრებით ეფექტურია ლამბლიოზის სამკურნალოდ, აქრობს ანთებით პროცესებს ნაწლავებში, ხსნის მუცლის ტკივილს და სპაზმს.
ორეგანოს ყურძნის ფესვის ექსტრაქტი, ოქროსფერი ფესვი და ექინაცეას ფესვის ექსტრაქტი - აქვთ გამოხატული ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური მოქმედება და აძლიერებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
დანიშვნის ჩვენება: პარაზიტული დაავადებები; ჭიებით და პროტოზოებით ინვაზია (ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ლამბლიოზი, ამებიაზი) ; პირები, რომელთაც აქვთ ან ჰქონდათ კონტაქტი პარაზიტულ ინფექციებთან; საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში; დისკომფორტი მუცლის არეში: დისპეფსიური მოვლენები, მეტეორიზმი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დისბაქტერიოზი, ყაბზობა ; ორგანიზმის გაწმენდა შლაკების და ტოქსინებისგან ; იმუნიტეტის დაქვეითება ; მადის დაქვეითება; ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
2 კაფსულა შეიცავს:
| თუთიის გლიცინატი | 10 მგ |
| დაპატენტებული ნაზავი | 1475 მგ |
დაპატენტებული ნაზავის შემადგენლობაში შედის: გოგრის თესლის ფხვნილი, შტოშის ექსტრაქტი, ნივრის ბოლქვის ექსტრაქტი, შავი კაკლის ქერქის ფხვნილი, ვაშლის პექტინის ფხვნილი, სტაფილოს ფხვნილი, პაპაიას ნაყოფის ფხვნილი, ჭიანჭველას ხის ქერქის ექსტრაქტი, ბარისპირას ფხვნილი, ორეგანოს ფხვნილი, კაკლის ხის ქერქის ფხვნილი, მიხაკის თესლის ფხვნილი, აბზინდას ფხვნილი, მოცვის ნაყოფის ექსტრაქტი, ძირყვითელას ფესვის ექსტრაქტი, ექინაცეას (ანგუსტიფოლია) ფესვის ფხვნილი. დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი (ცხოველური), ბრინჯის ფქვილი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა.
2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს 10 დღის განმავლობაში, სასურველია კურსის გამეორება 2-3 კვირის შემდეგ. გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.