უფასო მიწოდება
Amvilab მაგნიუმი B6
რეკომენდირებულია ძილის დარღვევის
მომატებული ნერვული აგზნებადობის, დეპრესიის
ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობაების & ქრონიკული დაღლილობის დროს
50 ტაბლეტი
მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც შედის ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად. მაგნიუმი ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში, მონაწილეობას იღებს ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე, ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძრღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე, იცავს სისხლძარღვების კედელს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას, ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას. მაგნიუმი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სინთეზსა და მეტაბოლიზმში, მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს კალციუმის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას. მაგნიუმს გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, განაპირობებს კუნთების სათანადო მოდუნებას (ხსნის კუნთოვან სპაზმს), უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანმრთელ ძილს და ინსომნიური (უძილობის) მდგომარეობის შემსუბუქებას.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და აუმჯობესებს უჯრედებში მის შეღწევას, მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში.
დანიშვნის ჩვენება:
ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობ, როგორიცაა:
ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია
ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
კუნთების ტკივილი და სპაზმი
პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი
არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის დარღვევები
ნერვ-კუნთოვანი დარღვევები
შაკიკი
ასთენია
თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები
ორსულთა ტოქსიკოზი
მაგნიუმი (მაგნიუმის ლაქტატი) - 470 მგ.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 5 მგ.
მიიღება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.