კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Amvilab თუთია & ვიტამინი D3 15 მგ, 60 ტაბლეტიAmvilab თუთია & ვიტამინი D3 15 მგ, 60 ტაბლეტი
Amvilab თუთია & ვიტამინი D3 15 მგ, 60 ტაბლეტი

უფასო მიწოდება

38.19
Amvilab თუთია & ვიტამინი D3 15 მგ, 60 ტაბლეტი  amvilab tutia & viTamini d3 15 mg, 60 TableTi - ვარიაცია 1 Amvilab თუთია & ვიტამინი D3 15 მგ, 60 ტაბლეტი  amvilab tutia & viTamini d3 15 mg, 60 TableTi - ვარიაცია 1

Amvilab თუთია & ვიტამინი D3 15 მგ, 60 ტაბლეტი

ID: 754495794684

Amvilab

 

Amvilab თუთია & ვიტამინი D3 15 მგ, 60 ტაბლეტი

 

აძლიერებს იმუნურ & ძვალ-სახსროვან სისტემას

 

ავსებს ორგანიზმს ვიტამინი D3 & თუთიით

 

ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას & ცილების სინთეზს

 

მხარს უჭერს ჯანსაღ კანს, თმას & ფრჩხილებს

 

60 ტაბლეტი

 

 

38.19

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Amvilab თუთია & ვიტამინი D3 15 მგ, 60 ტაბლეტი

D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს მათი საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. D3 ვიტამინი ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის. ვიტამინი D3  მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე რადიაციული ზემოქმედებისგან, ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.

D3 ვიტამინის დეფიციტი წარმოადგენს ისეთი დაავადებების რისკ- ფაქტორს, როგორიცაა: რაქიტი, ოსტეოპოროზი, იმუნიტეტის დაქვეითება, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, რესპირატორული ინფექციები, რევმატოიდული ართრიტი, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ

თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში: უჯრედების დაყოფა, შენება, აღდგენა და დაცვა, მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, ფერმენტების, ჰემოგლობინის, ჰორმონების, ინსულინის, დნმ-ის, რნმ-ის სინთეზში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისაგან.

თუთია მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი. თუთია უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის, უზრუნველყოფს მაკროფაგების, T და  B ლიმფოციტების აქტივობას. კვლევებით დადასტურებულია, რომ თუთიის მიღება ამაღლებს იმუნიტეტს ვირუსული ინფექციების მიმართ, რადგან მისი უჯრედშიდა კონცენტრაცია ამცირებს ვირუსის რეპლიკაციას (აფერხებს ვირუსის გამრავლებას მასპინძელ ორგანიზმში), გარდა ამისა ამცირებს დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობას და კლინიკური ნიშნების გამოვლინებას.

თუთია აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. მონაწილეობს კანის, თმის, ფრჩხილის, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის ფორმირებაში.

თუთია ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას და იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან.

თუთია  მნიშვნელოვანია მხედველობისთვის, აძლიერებს მხედველობის სიმახვილეს, აუმჯობესებს ბადურის ტროფიკას, ხელს უწყობს მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინების ათვისებას. იცავს ბადურას და თვალს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან.

თუთია აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, იცავს ტვინის უჯრედებს მავნე ზემოქმედებისგან, ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას, აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას, მეხსიერებისა და აზროვნების ფუნქციებს.

თუთია მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის - ინსულინის სინთეზში. თუთიის მიღება ამცირებს შაქრის დონეს სისხლში და დიაბეტის გართულებების რისკს.

თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება და მისი მიღება აუცილებელია საკვების ან საკვები დანამატის სახით, მასზე მოთხოვნილება განსაკუთრებით იზრდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მოზარდებსა და ვეგეტარიანელებში.

თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია ორგანიზმში მისი არასაკმარისი მიღებით (არაბალანსირებული, არასწორი კვება), ასევე ნაწლავებიდან თუთიის შეწოვის დარღვევებით (კუჭ-ნაწლავის დაავადებები) და მისი ჭარბი გამოყოფით (ალკოჰოლიზმი, დიარეა, საფაღარათო საშუალებები, თიაზიდური შარდმდენები და სხვა მედიკამენტების მიღება).

თუთიის დეფიციტის ნიშნებია: ზრდაში ჩამორჩენა, ყნოსვისა და მადის დაქვეითება, ხშირი სტომატიტი, იმუნიტეტის დაქვეითება, გუნება - განწყობილების გაუარესება, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, აკნე, გამონაყარი, ჭრილობების შეხორცების შენელება, ქათმის სიბრმავე და სხ.

 

დანიშვნის ჩვენება:

თუთიის და ვიტამინი D3-ის დეფიციტი;

რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;

გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;

იმუნიტეტის დაქვეითება, ხშირი ავადობა;

მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების ჭარბი რაოდენობით დანაკარგი (ქრონიკული დიარეა, მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები);

მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა;

არაბალანსირებული, არასრულფასოვანი კვება;

მოტეხილობები, ჭრილობები;

სქესობრივი განვითარების შეფერხება (მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბების შეფერხება პუბერტულ პერიოდში);

აღდგენითი პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდეგ;

ინტენსიური ზრდის პერიოდი;

კარიესის პროფილაქტიკა;

კანის დაავადებები.

 

შემადგენლობა:

თუთია (ოქსიდი/გლუკონატი) 15 მგ.
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)  10მკგ (400სე).

 

დოზირება:

მიიღება 4 წლის ასაკიდან 1 საღეჭი ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში კვების დროს.

გაფრთხილება: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაცია

  • ბრენდიAmvilab


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.