უფასო მიწოდება
Amvilab ბიოტინი 2500 მკგ, 30 კაფსულა
მონაწილეობს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში
ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას
უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას
30 კაფსულა
ბიოტინი წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, მას ,,H’’ და სილამაზის ვიტამინსაც უწოდებენ. ბიოტინი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ფერმენტთა კომპლექსების ფორმირებაში, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში და ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას, აუცილებელია C ვიტამინის ათვისებისთვის.
ბიოტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდისა და თმის ფოლიკულის განვითარებისთვის, ის განაპირობებს ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების მიმდინარეობას თმის ძირებში, უბრუნებს თმას ბუნებრივ ფერს და ბზინვარებას, მონაწილეობს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში, უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, ანელებს დაბერების პროცესს. ბიოტინი არეგულირებს კანის ცხიმოვან ჯირკვლებში ცხიმის სეკრეციას და გავლენას ახდენს კანისა და თმის ცხიმიანობის დაბალანსება - დარეგულირებაზე. ეფექტურია ეგზემის, სებორეის, დერმატიტების სამკურნალოდ. ბიოტინი აღადგენს და აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, უბრუნებს მას ბუნებრივ შეფერილობას, ხელს უწყობს ჯანსაღი ფრჩხილის ზრდის პროცესს. ბიოტინის დეფიციტის დროს ვითარდება სხვადასხვა აუტოიმუნური დარღვევები, სებორეა, ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე, ზიანდება თმის ღერის სტრუქტურა და ხდება მტვრევადი, რაც იწვევს თმის ცვენას, ხშირ შემთხვევაში ჩნდება ქერტლი.
დანიშვნის ჩვენება:
სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა, მათ შორის მედიკამენტოზური, ჰორმონალური, ორსულობის შემდგომი, უცნობი ეტიოლოგიის, თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი.
ქერტლი
კანის სტრუქტურის დარღვევა, კანის სიმშრალე, მომატებული ცხიმიანობა, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია
ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, როზაცეა - აკნე, ფსორიაზი, სებორეა, პიგმენტური ლაქები
კანის კანდიდოზი
ფრჩხილების სტრუქტურის დაზიანება (მტვრევადობა, აშრევება)
ჰიპერგლიკემია
დიაბეტური ნეიროპათია
ბიოტინი | 2500 მკგ. |
საერთო ნახშირწყლები | 4 მგ. |
საერთო შაქარი | 3 მგ. |
ნატრიუმი | 5 მგ. |
1-2 საღეჭი მარმელადი დღეში. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.