შემადგენლობა :
თუთია (ოქსიდი) - 20მგ. ნიაცინამიდი - 500 მგ. ლუდის საფუარი (Saccharomyces Cerevisiae) - 250 მგ. თუთია: ეფექტურია აკნეს სამკურნალოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორგანიზმში მისი დეფიციტია. მისი გამოყენების დროს 65%-ში აღინიშნება გამონაყარის შემცირება და 85%-ში კანის სტრუქტურის გაუმჯობესება. თუთიის დეფიციტის დროს აღინიშნება იმუნიტეტის დაქვეითება, ჭრილობების შეხორცების შენელება, კანის სტრუქტურის გაუარესება, ქრონიკული დერმატიტი, აკნე და სხვა. ნიაცინამიდი - იგივე ვიტამინი B3, ვიტამინი PP, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ლიპიდებისა და ნახშირწყების ცვლაში, ფერმენტების სინთეზში. კვლევებით გამოვლენილია მისი დადებითი ეფექტი დერმატოლოგიაში. ლუდის საფუარი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალებით (მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, თუთია, რკინა, სელენი,ფოსფორი) ცილებით, ამინომჟავებით, ფერმენტებით.