უფასო მიწოდება
Amefa, დესერტის ჩანგლის ნაკრები Austin
პროდუქტის ზომა: 14.3 x 2 სმ
მასალა: უჟანგავი ფოლადი
რაოდენობა შეფუთვაში: 6 ცალი
რეკომენდებულია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა
Austin-ის დესერტის ჩანგალი ხასიათდება მარტივი, მაგრამ დახვეწილი და ელეგანტური დიზაინით. იდეალურია ყოველდღიური ან სადღესასწაულო სუფრისთვის თანამედროვე ელფერის მისანიჭებლად. სასიამოვნოა შეხებისას, აქვს მომრგვალებული კიდეები და პრიალა ზედაპირი, რაც კერძის მირთმევის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. ამასთან, პრაქტიკული გამოსაყენებელია. მარტივად ირეცხება როგორც ხელით, ისე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. რაოდენობაში არის 6 ცალი ჩანგალი.
ჰოლანდიური ბრენდი Amefa დაარსდა 1931 წელს და აწარმოებს ტრადიციულ და თანამედროვე სტილის სამზარეულოს დანებს სხვადასხვა დანიშნულებისთვის. Amefa დანა-ჩანგლისა და სამზარეულოს დანების ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომწოდებელია. Amefa წარმოდგენილია რამდენიმე ბრენდით: Amefa, Richardson Sheffield, Couzon და Medard de Noblat. სამზარეულოს დანები ბასრია და დამზადებულია უმაღლესი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან. ამჟამად კომპანია ახორციელებს პროდუქციის რეალიზაციას მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში და აქვს ოფისები ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჰონკონგში.